მეზღვაურთა გაფიცვის გამო, საბერძნეთის შვიდი კუნძული გარე სამყაროსგან არის მოწყვეტილი, გაფიცვამ შვიდი პორტი მოიცვა, ბორნების მიმოსვლა შეჩერებულია, რის გამოც ასობით ტურისტი ვერ ახერხებს გადაადგილებას",- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეზღვაურთა პროფკავშირები ხელფასების 12%-ით ზრდას, სამუშაო და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას და სამუშაო დღის შემცირებას მოითხოვენ