შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია

Editor Dali
0
ალბათ ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პეტერ ფიშერი არ დაემშვიდობა არც საქართველოს პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს და არც პარლამენტს, რითაც აჩვენა, რომ უბრალოდ პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. „ეს არის მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობას თან ახლდა. ამ ნაბიჯითაც მან საკუთარი დამოკიდებულება ქართული […]

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები

Editor Dali
0
  თიბისის მხარდაჭერით 2-4 ივლისს დიზაინის ინსტიტუტი უკვე მეოთხედ უმასპინძლებს „სოციალური დიზაინის დღეებს“. მეოთხე გამოცემის თემა ფოკუსირდება ცირკულარულ დიზაინსა და მდგრად ინოვაციებზე. 3 დღის განმავლობაში 20-ზე მეტი ქართველი და შვიდი ქვეყნიდან ჩამოსული საერთაშორისო სპიკერი, სტარტაპერი, ურბანისტი და დიზაინერი ისაუბრებს მასალების ხელახალ გამოყენებაზე, ორგანულ წარმოებაზე, პროდუქტის გამძლეობასა და ახალ ბიზნესმოდელებზე. კონფერენცია შინაარსობრივად დაფარავს: არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების […]

ირაკლი კობახიძე – პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დაზიანებულიყო საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები, იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შეიცვლება

Editor Dali
0
ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს და გერმანიას წლების განმავლობაში განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებდათ, […]

პეტერ ფიშერი – ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა, მადლობა, ბედნიერად

Editor Dali
0
პეტერ ფიშერს საქართველოში გერმანიის ელჩის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ამის შესახებ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen” (ნახვამდის)”, – წერს ფიშერი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ჰუმბერტ ქნირში შეცვალა.

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა ორი ქვეყნის ურთიერთობებში თვისებრივად ახალი ეტაპის დასაწყისია, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.   აღინიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმები კარგ საფუძველს ქმნის სექტორული კავშირების შემდგომი განვითარებისთვის. […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსულ დარტყმებს უპასუხებს ისე, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე, დნეპრზე, ხერსონზე, ხარკოვზე, დონეცკისა და სუმის ოლქებზე განხორციელებულ დარტყმებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინა მომავალშიც გააგრძელებს რუსეთისთვის პასუხის გაცემას ისე, რომ ომის გაგრძელების კუთხით მოსკოვის შესაძლებლობები შემცირდეს. „რუსეთი აგრძელებს ტერორისტულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ სამართლიანად ვუპასუხებთ რუსეთს ყველა ამ დარტყმაზე. ამას ვაკეთებთ ისე, რომ პირველ […]

მაკა ბოჭორიშვილი – ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ყაზახეთთან ურთიერთობები ბოლო პერიოდში დინამიურად ვითარდება. ჩვენს ურთიერთობებს აქვს საკმაოდ დიდი საფუძველი იმისათვის, რომ სტრატეგიულ დონეზე გადასულიყო საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება. ეს მნიშვნელოვან […]

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ არსებობს შეთანხმება, ელენე ხოშტარიამ კლინიკა „ვივამედში“ გაიაროს დამატებითი კვლევები

არსებობს შეთანხმება, ელენე ხოშტარიამ სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ გაიაროს დამატებითი კვლევები. ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ელენე ხოშტარია დაახლოებით ორი დღის განმავლობაში გადავა კლინიკა „ვივამედში“. „ქალბატონ მაკა იოსელიანსა და ანა ქავთარაძესთან შევთანხმდით, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი ექიმები, ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული […]

30 ივნისის ამინდის პროგნოზი

30 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ბათუმში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია ფოთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ხანმოკლე წვიმაა […]

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია

ვენესუელის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 719-მდე გაიზარდა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით 269-ით მეტია. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება, სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ამ ორშაბათს, ჩრდილოეთ ვენესუელაში 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვლავ დაფიქსირდა, თუმცა, საბედნიეროდ, ახალ ბიძგებს ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია. რაც შეეხება დაზარალებულ ლა-გუაირას შტატს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, […]

“ვისკის სმას მიჩვეული ვარ”- როგორ გაუმხილა გულახდილად უინსტონ ჩერჩილმა სადაზღვევო კომპანიას თავისი მიდრეკილება სპირტიანი სასმელებისადმი”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
“ვისკის სმას მიჩვეული ვარ” – როგორ გაუმხილა გულახდილად უინსტონ ჩერჩილმა სადაზღვევო კომპანიას თავისი მიდრეკილება სპირტიანი სასმელებისადმი” – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ “დეილი ტელეგრაფში” (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი ტიმ სიგსვორდი მკითხველებს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ცხოვრების შესახებ ახლად აღმოჩენილ დოკუმენტებს აცნობს გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: „სერ უინსტონ ჩერჩილის მიდრეკილება სპირტიანი სასმელებისადმი ყველასათვის […]

“ყირიმის გარეშე რუსეთი უკრაინასთან ომს წააგებს: ნახევარკუნძულზე შექმნილი მდგომარეობა რუსეთის სერიოზულ წარუმატებლობას ნიშნავს”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
„ყირიმი დიდი ხნის განმავლობაში – 2014 წლიდან – ვლადიმერ პუტინის გვირგვინში მარგალიტად ითვლებოდა. ყირიმი ყველაზე შესამჩნევ სიმბოლოს წარმოადგენდა რუსეთის პრეზიდენტის სწრაფვაში – აღადგინა ქვეყნის ძლიერება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: „ყირიმის გარეშე რუსეთი უკრაინასთან ომს წააგებს: ნახევარკუნძულზე შექმნილი მდგომარეობა რუსეთის სერიოზულ წარუმატებლობას ნიშნავს“ (ავტორი […]