შევძელით მოგვემზადებინა პროგრამა იმისათვის, რომ სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა – ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლებოდა ეკლესიასა და სახელმწიფოს გაეკეთებინათ -დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

Editor Dali
0
წელს არის 1700 წლისთავი ქართლის მოქცევისა და სიმბოლურად ეს პროექტი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობა აისახა ამ პროექტში და საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების და ქრისტიანული სიტყვის გავრცელების განახლება ასეთი სახით გვიწევს. მე მგონი, რომ ეს არის საუკეთესო რაც შეიძლებოდა ეკლესიასა და სახელმწიფოს ერთობლივად გაეკეთებინათ, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სკოლებში ღირებულებითი […]

მოგმართავთ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს: არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებთ -ბერდია სიჭინავა

Editor Dali
0
ხმას თუ „ოცნებას“ მისცემთ, ხმას აძლევთ მის მიერ ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებასა და ქაოსს, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდისა და სამართლიანი წესრიგის დაბრუნება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებთ. „ხვალ 4 ოქტომბერია, არჩევნების დღე. არჩევნებში მონაწილეობა არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება […]

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი “ქართულ ოცნებას” არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ – არჩევნებზე არ მისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით “ქართულ ოცნებას” -მამუკა ხაზარაძე

Editor Dali
0
მინდა, ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თბილისი არ გავატანოთ „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს, არჩევნებზე არმისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა, – ამის შესახებ პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გნაცხადა. მისი თქმით, პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის. „ამოცანა არის […]

არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, რაზეც საქართველოს მთავრობა და მისი თითოეული უწყება სრულ პასუხისმგებლობას იღებს. ამასთან, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, გაემიჯნონ […]

ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება – ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება -პაატა ბურჭულაძე

Editor Dali
0
4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე მოდით ყველა, მიიღეთ მონაწილეობა ისტორიულ, ეროვნულ კრებაში, ერთად შევქმნათ ახალი საქართველო, დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო, – ამის შესახებ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არავინ უნდა იფიქროს, რომ სხვისი მისვლა საკმარისია. „მეგობრებო, 4 ოქტომბრამდე, ქართველი ხალხის ეპოქალურ გამარჯვებამდე საათებია დარჩენილი. ვიკრიბებით რუსთაველზე, რათა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ივანიშვილის […]

რადიკალურმა ძალებმა დააანონსეს მიტინგი, რომლის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც შეიძლება, დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დააანონსეს მიტინგი. თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება, მიეცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიტინგის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. „როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ […]

დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამოქალაქეები ხვალ გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინსვლასა და განვითარებას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს – ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თვისებრივად თავისუფალი როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ხვალ შედგება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ქალაქებისა და სოფლების განვითარების ბედს განსაზღვრავენ. „დღეს სრულდება საარჩევნო კამპანია და გვსურს, შევაჯამოთ წინასაარჩევნო პროცესები. როგორც მოგეხსენებათ, […]

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპი დასრულდა

Editor Dali
0
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტს საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია Pro V&V ატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია გააჩნია. საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა […]

არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მივმართავ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი არჩევანის უფლება -გიორგი კალანდარიშვილი

Editor Dali
0
ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. ამის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს […]

დიზაინის ინსტიტუტის გრძელვადიანი პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

Editor Dali
0
თიბისის მხარდაჭერით დიზაინის ინსტიტუტი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტებს ინტენსიურ გრძელვადიან პროგრამებს სთავაზობს: დიზაინის საფუძვლებისა და შემოქმედებითი და ვიზუალური ფიქრის მიმართულებით. პროგრამები ეხმარება სტუდენტებს პროფესიული ინტერესების პოვნაში, აკადემიური საფუძვლის შექმნაში და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში. შემოდგომის სემესტრში ინსტიტუტი საფუძვლების პროგრამის მეოთხე ნაკადს მიიღებს და ამჯერად, დიზაინის საფუძვლების გარდა, სტუდენტებს შემოქმედებითი და ვიზუალური ფიქრის გრძელვადიან […]

როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს საკვების ადვილად მონელებაში – ფერმენტების როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში

Editor Dali
0
აქტიურად დავუბრუნდით ყოველდღიურ რუტინას, ბავშვები სკოლასა და ბაღში დადიან, ჩვენ კი ვცდილობთ, სამუშაო გარემოსა და უამრავ საქმეს გავუმკლავდეთ. ასეთ დაძაბულ რეჟიმში ჯანსაღი კვება იშვიათ სიამოვნებად არის ქცეული, ამიტომაც არჩევანს ხშირად სწრაფი მომზადების საკვებზე ან მძიმე კერძებზე ვაჩერებთ, რაც ერთი შეხედვით ცვლის სრულფასოვან სადილს და მარტივ გამოსავლად გვევლინება. ალბათ, დამეთანხმებით, მიუხედავად  ჯანსაღი კვების დაცვის მცდელობისა ხშირია […]

ლევან ვასაძესა და მის ოჯახის წევრებს ქართულმა ბანკებმა ანგარიშები დაუბლოკეს

Editor Dali
0
ლევან ვასაძე აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების გამოცხადების შემდეგ, ქართულმა ბანკებმა მისი და მისი ოჯახის წევრების ანგარიშები დაბლოკეს და საბანკო მომსახურება შეუზღუდეს. ლევან ვასაძე წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, “თიბისი” და “საქართველოს ბანკმა” მისი და მისი ოჯახების ანგარიშები დაბლოკა. ” 2025 წლის 19 სექტემბერს, პარასკევს, ბრიტანეთის მთავრობამ თავისი […]