ბრიუსელისთვის დღეს იქნება ლაკმუსის ტესტი, ერთგული არიან ევროპული ღირებულებების, თუ ჩაერევიან პოლიტიკურ ინტრიგაში, დაგვანახონ, დემოკრატია არის ღირებულება და არა ლითონის სიტყვები-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
საქართველო მარიონეტულ სახელმწიფოდ ქცევის ცრუ იმედები ვისაც ჰქონდა, დღეს საქართველოს მოქალაქეები დაანახებენ, სად არის ქართველი ხალხის ნება, ბრიუსელისთვის კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელის ზოგიერთ წარმომადგენელს შარშან საკუთარი მარიონეტული წარმომადგენლების ხილვა სურდა საქართველოს ხელისუფლებაში და მათთვის ეს არის შანსი, ქართველ ხალხს დაანახონ, საქმე გვაქვს […]

ხმა მივეცი იმ ქალაქების, სოფლებისა და მუნიციპალიტეტების გათავისუფლებას, რომელიც რეალურად ქართველ ხალხს ეკუთვნის და არ ეკუთვნის რაღაც ბანდას, რომელსაც ჩვენი ისტორიული არჩევანი აქვს შეცვლილი -მამუკა ხაზარაძე

Editor Dali
0
ხმა მივეცი იმ ქალაქების, სოფლებისა და მუნიციპალიტეტების გათავისუფლებას, რომელიც რეალურად ქართველ ხალხს ეკუთვნის და არ ეკუთვნის რაღაც ბანდას, რომელსაც ჩვენი ისტორიული არჩევანი აქვს შეცვლილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა. მან ოპოზიციურ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა, თბილისელებმა და სხვა მუნიციპალიტეტში […]

12:00 საათვისთვის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 17.15 პროცენტს შეადგენს-ცესკო

Editor Dali
0
12:00 საათვისთვის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 17.15 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა. „სანამ აქტივობის შესახებ მოგაწვდიდეთ ინფორმაციას, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ჩვენთვის. ცესკო-ს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ […]

დღეს არის დიდგორი, სცენიდან წავიკითხავთ დეკლარაციას და ხელისუფლება იმ წუთიდან ხალხის ხელში იქნება -პაატა ბურჭულაძე

Editor Dali
0
დღეს არის დიდგორი, საქართველო იბრუნებს თავისუფლებას, გარეთ გამოდით ყველანი, დროშა გვაქვს დღეს საქართველოს მოქალაქეებს დასაცავი, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ თბილისის საკრებულოსთან მედიას განუცხადა. როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე წაიკითხავენ დეკლარაციას, რომელსაც ქართველი ხალხი მიიღებს და  ხელისუფლება ხალხის ხელში იქნება. „ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის დიდგორი. საქართველო იბრუნებს თავისუფლებას. გარეთ გამოდით […]

ბათუმში, მე-15 უბანში, პირდაპირ საარჩევნო უბანთან არის სამარშრუტო ტაქსი ჩამომდგარი, სადაც არიგებენ ფულს -თაზო დათუნაშვილი

Editor Dali
0
გამოვლენილია ტენდენცია, რომ ადამიანებზე ორ-ორი ბიულეტენი გაიცემა და ორი ბიულეტენით აძლევენ ხმას, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, თბილისის მასშტაბით კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სიმძიმის ფაქტზე უკვე ათეულობით საჩივარია დაწერილი. „10:00 საათისთვის მდგომარეობა მთელი საქართველოს მასშტაბით დამძიმებულია. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, […]

კრიზისი, რაც არის კოლექტიურ “ნაცმოძრაობაში”, გაღრმავდება და მივა მათ სრულ განადგურებამდე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
კრიზისი არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში”, რომელიც უნდა გაღრმავდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის” სრულად განადგურების შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა. „ეს კრიზისი, რაც არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში” აუცილებლად უნდა გაღრმავდეს, გაღრმავდება კიდეც და მივა კოლექტიური „ნაცმოძრაობის” სრულ განადგურებამდე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, […]

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება -შსს

Editor Dali
0
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. „საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი. მოვუწოდებთ […]

10:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 7.85 პროცენტს შეადგენს, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება -ცესკო

Editor Dali
0
10:00 საათისთვის, თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 7.85 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ცეკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ფიქსირდება „საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას […]

ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც  არჩევანი დააფიქსირა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან ხმა მისცა იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა  ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება. „ყველასთვის ცხადია, რასაც და ვისაც მივეცი ხმა. ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას […]

ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და ქალაქის განვითარება განაგრძოს, “ქართული ოცნება” -კახა კალაძე

Editor Dali
0
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. თბილისის მერმა ხმა საირმის ქუჩაზე, N64 საარჩევნო უბანზე მისცა.   როგორც კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და დედაქალაქის განვითარება განაგრძოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”. „გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, მშვიდობა […]

დღეს მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფელში ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები, დარწმუნებული ვარ, წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე იქნება -შალვა პაპუაშვილი 

Editor Dali
0
დღეს შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფელში ჩვენმა მოქალაქეებმა თავიანთი წარმომადგენლები აირჩიონ, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული, დემოკრატიული არჩევნების დღე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტები, ის ორგანოებია, რომლებიც მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობენ. „დღეს დემოკრატიული არჩევნების დღე არის. ყველას მოქალაქეობრივი მოვალეობაა, გააკეთოს საკუთარი არჩევანი. […]

მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას -ცესკო

Editor Dali
0
საქართველოს მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, კენჭისყრა დაწყებულია. საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. „საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები […]