მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას -ცესკო

Editor Dali
0
საქართველოს მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, კენჭისყრა დაწყებულია. საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. „საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები […]

თბილისის მერის თანამდებობის დასაკავებლად ცხრა კანდიდატი იყრის კენჭს

Editor Dali
0
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის ცხრა კანდიდატია რეგისტრირებული. კერძოდ, დედაქალის მერის თანამდებობის დასაკავებლად კენჭს იყრიან: თემურ ბოკელავაძე (საარჩევნო ნომერი 1) – „ენა მამული სარწმუნოება“; ზურაბ მახარაძე (საარჩევნო ნომერი 3) – „კონსერვატორები საქართველოსთვის“; კახა კუკავა (საარჩევნო ნომერი 7) – „თავისუფალი საქართველო“; ოთარ ჭითანავა (საარჩევნო ნომერი 8) – „პატრიოტთა ალიანსი“; ირაკლი კუპრაძე (საარჩევნო ნომერი 9) […]

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

Editor Dali
0
დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება, მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 […]

4 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი

4 ოქტომბერიდან საქართველოში საგრძნობლად დათბება გაგრა +28 – უმეტესად ღრუბლიანი სოხუმი +22 – უმეტესად ღრუბლიანი ზუგდიდი +29 -მზიანი მესტია +22 – უმეტესად მზიანი ფოთი +29 – უმეტესად მზიანი ბათუმი+28 – მზიანი ოზურგეთი +30 – მზიანი ქუთაისი +29 – უმეტესად მზიანი ამბროლაური +27 – უმეტესად მზიანი ახალციხე +26 – უმეტესად მზიანი ბორჯომი +25 – მზიანი ბაკურიანი […]

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეს დღე ემოციურად დატვირთული იქნება, თუმცა მაქსიმალურად ეცადეთ, კაპრიზული ბავშვივით არ მოიქცეთ. ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული მოულოდნელი ფინანსური სირთულეები. საღამო სიმშვიდეს მოიტანს. გაატარეთ ის საყვარელ ადამიანთან ერთად, კურო თუ ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში ფრთხილად იქნებით და დაიწყებთ თვლას, თუ რამდენს ხარჯავთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი ყურადღება უნდა […]

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი”- შსს

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.” – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი. ტაძრის […]

ცესკოში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.    სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მიაწოდეს.    შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი შარაბიძემ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია გააცნეს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 38 წარმომადგენელს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პირადად მიაწოდა ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომლებიც ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნებისთვის განახორციელა. მან ასევე დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ არჩევნებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. […]

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიას შორის ცესკოში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო პროცესების მართვის სფეროში.   ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მიზნად ისახავს, მხარეებს შორის […]

საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციებს შეახსენებს

„ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნები გაიმართება. სამწუხაროდ, გასულ არჩევნებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტო-ვიდეო გადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის დარღვევით განხორციელების არაერთი ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო, მათ შორის, ხმის ფარულობის საკითხის სპეკულაციურად წამოჭრას. შესაბამისად, საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ.   […]

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის

4 ოქტომბერს 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ – ჰაბი 2 51-00-51. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი: 08:30 სთ 10:30 სთ 12:30 სთ 15:30 სთ 17:30 სთ 20:30 სთ 21:00-დან 22:00 საათამდე ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში […]

ანექსირებული ყირიმის შესახებ კითხვის უპასუხოდ დატოვების გამო, ლიეტუვის კულტურის მინისტრს თანამდებობა დაატოვებინეს

Editor Dali
0
ანექსირებული ყირიმის შესახებ კითხვის უპასუხოდ დატოვების გამო, ლიეტუვის კულტურის მინისტრმა, იგნოტას ადომავიჩიუსმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. თანამდებობის დატოვება მას ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინენემ მოსთხოვა. ადომავიჩიუსის განცხადებით, ამას აკეთებს არა საკუთარი შეცდომების, არამედ გარე ზეწოლის გამო, რაც საფრთხეს უქმნის მისი ოჯახის უსაფრთხოებას. „დღეს ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, საზოგადოების გათვალისწინებით, რომ არ გავანადგურო მთავრობა, არამედ […]