ცესკომ ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

Editor Dali
0
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ამჯერად თბილისში გაიმართა და მისი მიზანი 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის […]

“მთავარია გჯეროდეს” – ნიკა გეგენავას AI გზა ცნობისმოყვარეობიდან გამარჯვებამდე

Editor Dali
0
ნიკას ამბავი ტექნოლოგიების მიმართ მუდმივი ინტერესით იწყება, როდესაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ, პირველად ააწყო ხელოვნური ინტელექტის მოდელი. ამის შემდეგ მისი ცნობისმოყვარეობა ყოველ ნაბიჯზე ეძებდა უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობებს – ხელოვნური ინტელექტი სიღრმისეულად შეესწავლა. ეს შესაძლებლობა კი ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადა აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა. […]

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს

Editor Dali
0
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს. მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად რუსთავში საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფილიალში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნები იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია […]

“კანდიდი” – სკოლა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

Editor Dali
0
სკოლა „კანდიდის“ ისტორია 1999 წლიდან იწყება, როდესაც დავით და მაია ქვრივიშვილებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ძალები განათლების სფეროსკენ მიემართათ. სახელწოდება ვოლტერის ნაწარმოების ინსპირაციით შეარჩიეს. „ჩვენთვის „კანდიდს“ ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ის სიწმინდესა და სითეთრეს ნიშნავს“, – განმარტავს სკოლა „კანდიდის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მაია ქვრივიშვილი.  ,,კანდიდი” არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება – ეს არის ადგილი, […]

საარჩევნო მედია სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

Editor Dali
0
საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედიასკოლა“ წარმატებით დასრულდა. ცესკო-ს ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო საკითხების შესახებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება იყო. საგანმანათლებლო პროექტის წარმატებით დასრულებისათვის მონაწილეებს სერტიფიკატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა გადასცეს. გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა […]

თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს

Editor Dali
0
თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს, რომლებიც ფულადი სახსრების უფრო მომგებიანად და ეფექტიანად მართვას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე თიბისი კაპიტალმა ლიკვიდობის მართვის ახალი სერვისი წარადგინა, რომელიც ბიზნესს მათზე მორგებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს სთავაზობს. სერვისი მოიცავს: კომპანიების ფულადი სახსრების ანალიზს, მათზე მორგებული საინვესტიციო პორტფელის შექმნასა და მართვას.  ფასიან ქაღალდებსა და საინვესტიციო ფონდებში თანხის […]

პრემიერ-მინისტრი დღეს კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი კობახიძე […]

2 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. გაგრა +18 – წვიმა სოხუმი +17 – წვიმა ზუგდიდი +19 – წვიმა მესტია +17 -წვიმა ფოთი +25 – წვიმა ბათუმი +25 – წვიმა ოზურგეთი +26 – ცვალებადი მოღრუბლულობა ქუთაისი +27 – ცვალებადი მოღრუბლულობა ამბროლაური +23 […]

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი პროფესიული უნარების საჯაროდ დემონსტრირება და გარშემომყოფებისთვის საკუთარი იდეების გაზიარება კარიერულ წინსვლასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია დაუგეგმავი შემოსავლის მიღება, ამიტომ შეგიძლიათ, თავს შოპინგის ან გართობის უფლება მისცეთ. შესაფერისი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ. კურო ნურაფერს დაგეგმავთ – ამ დღეს მოვლენები ისე სწრაფად იცვლება, რომ გამუდმებით მათთან ადაპტირება და ინტუიციურად […]

“არარატის მთა და სომხეთის “მეოთხე რესპუბლიკა”-Deutsche Welle

Editor Dali
0
„არარატის მთა სომხეთის სახელმწიფო სიმბოლიკიდან თანდათან გაქრება. ქვეყნის  ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე და მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით“, – ნათქვამია გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში  “არარატის მთა და სომხეთის “მეოთხე რესპუბლიკა” (ავტორი – არშალუის მღდესიანი). გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს: „სომხეთში ეროვნული იდენტურობის გადახედვის პროცესი დაიწყო, რაც საზოგადოებაში არაერთგვაროვან […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 2 ოქტომბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7252 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0164 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1999 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

მევლუდ მელაძე Intercontinental Drifting Cup-ზე რიგაში იასპარეზებს

Editor Dali
0
3-5 ოქტომბერს, რიგაში, ბიკერნიკის ლეგენდარულ ტრასაზე, დრიფტის ინტერკონტინენტალური თასის გათამაშებაზე  (Intercontinental Drifting Cup) გამოცდილი ქართველი ავტომრბოლელი – მევლუდ მელაძე საქართველოს სახელით იასპარეზებს, სადაც მისი მხარდამჭერია თიბისი. Intercontinental Drifting Cup საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ოფიციალური ღონისძებაა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელები შეიკრიბებიან.   ქართული ავტოსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას – მევლუდ მელაძეს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. მის სახელს, […]