16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ თქვენი საქმიანი თვისებები გამოავლინოთ და ხელმძღვანელობის მოწონება დაიმსახუროთ. გირჩევთ ოჯახთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ – შექმნილ ვითარებაში სხვისი რჩევა არ გამოგადგებათ. შესაძლოა, მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა მოგიწიოთ. ყოველი შემთხვევისთვის, შემოწმებისთვის მოემზადეთ და ხარვეზები გამოასწორეთ. საშოპინგოდ არახელსაყრელი დღეა – მერკური მთლიანად დაბლოკილია სატურნის მიერ, ამიტომ მხოლოდ დროს დაკარგავთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, […]

,,4 ოქტომბერს ჩვენ გვქონდა ყველა შენობა გამაგრებული, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც”- პრემიერი

4 ოქტომბერს ჩვენ გვქონდა ყველა შენობა გამაგრებული, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე, მყისიერად ჩაერთო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და წუთებში ჩაერთო უკვე სპეცრაზმი, რომელმაც გაამაგრა დაცვის სამსახური და წარმატებით მოიგერია შტურმი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ეს არის ფაქტები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.   როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ ადამიანს […]

ირაკლი კობახიძე – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა, 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე 51 აკაცუკად

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, რომ წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, მაგრამ ასეთი დავალება აქვს მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ევროპული ბიუროკრატია დასულია ბაია პატარაიას დონემდე. „როგორც ბაია პატარაია, ისევე იღებს ეს ქალბატონიც დავალებებს. არავითარი […]

ირაკლი კობახიძე – დამხობა მშვიდობიანი არ არსებობს, როგორც არ შეიძლება, იყოს მშვიდობიანი მკვლელობა ან ყაჩაღობა, იდეალურად ჩატარდა შსს-ს მიერ 4 ოქტომბრის სპეცოპერაცია, პრევენციულმა ზომებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

ყველაფერი მეორეხარისხოვანია ერთ ფაქტთან შედარებით – დაანონსდა დამხობის აქცია, სახელი ჰქონდა ამ აქციას – დამხობის აქცია, სიტყვა მშვიდობიანი აქ ოქსიმორონია, მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, როგორც არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი მკვლელობა ან მშვიდობიანი ყაჩაღობა, ასევე არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი დამხობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.   მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის […]

“ომი ლიანდაგებს: რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის რკინიგზას”-უცხოური პრესა

Editor Dali
0
ჩეხურ გაზეთ „ლიდოვე ნოვინში“ (Lidové noviny) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ომი ლიანდაგებს: რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის რკინიგზას” (ავტორი – ირჟი იუსტი). პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის სარკინიგზო ტრანსპორტის მდგომარეობა, რომელიც ბოლო დროს რუსეთის დრონების დარტყმებს განიცდის და მწყობრიდან გამოდის, ენერგეტიკის ობიექტებთან ერთად. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: რკინიგზის სადგურის ბაქანზე ლურჯ-თეთრი სამგზავრო კუპირებული ვაგონები იწვის, რომლებსაც ცეცხლი დრონის პირდაპირი მოხვედრის […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 ოქტომბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7108 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7108 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7111 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1508 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1411 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა

Editor Dali
0
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 215,363 ამომრჩევლის, ხმების 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა. ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2025 წლის 4 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები. […]

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

Editor Dali
0
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების  დადებით დინამიკაზე, მათ შორის, სავაჭრო – ეკონომიკური მიმართულებით. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მონაწილეობაზე ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება. აღინიშნა, რომ შანხაის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა […]

საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე -ვლადიმერ ბოჟაძე

Editor Dali
0
განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენი ქვეყნის 1 438 136 მოქალაქეს. იმ ადამიანებს, ამომრჩევლებს, რომლებიც მოვიდნენ უშუალოდ კენჭისყრის დღეს, მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში და საკუთარი ძალაუფლება კიდევ ერთხელ დაუბრუნეს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ანდეს საკუთარი მუნიციპალიტეტის ბედი. სწორედ არჩევნებში მონაწილეობა არის დემოკრატიის მთავარი მანიშნებელი. ეს იყო 4 ოქტომბრის დღის ნათელი მხარე, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი […]

ვაცხადებ, რომ “ვარდების რევოლუციის” კოპირება არ გამოვა-მიხეილ სააკაშვილი

Editor Dali
0
სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯენზის აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის იმსახურებს დიდ მადლიერებას, თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი ჯენზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია, ესე იგი, არასაკმარისად ვიმუშავეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი წერს, ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია. „ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე […]

“სეულში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა”-The Korea Herald

Editor Dali
0
„საქართველომ 15 ოქტომბერს, სეულში გამართულ ღვინის დეგუსტაციაზე მეღვინეობის 8-ათასწლოვანი ეროვნული ტრადიცია წარმოადგინა“, – ნათქვამია კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეის) ინგლისურენოვანი გაზეთის The Korea Herald-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „სეულში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა“ (ავტორი – სანჯაი კუმარი). პუბლიკაციაში ასახულია სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთი ასპექტი – ქართული კულტურისა და ქართველი ხალხის ეროვნული ტრადიციების წარმოჩენა. გთავაზობთ […]

პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს თავმჯდომარე ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. შეხვედრის გაუქმების შესახებ განცხადებას  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.