პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ
0
0
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმადაც, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ. ცვლილებები მესამე მოსმენით კანონმდებლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა. კანონპროექტით, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა ეკრძალება არა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად […]