პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა – დაკავების ფორმას რაც შეეხება, აბა, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? -კახა კალაძე

Editor Dali
0
პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი. რა თქმა უნდა, უწყება მოქმედებს კანონის ფარგლებში. კანონი დაარღვია ვინმემ? არა. შესაბამისად, მიმდინარეობს ადამიანების დაკავება. ფორმას რაც შეეხება, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? არის ეჭვმიტანილი, დამნაშავე და ჩვეულებრივად აკავებენ, – დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის რეზიდენციასთან 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეთა დაკავებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. […]

“იმ ჯარიმის გადახდა, რომელიც ელინა ვალტონენს საქართველოს ხელისუფლებამ დააკისრა, შეუძლებელია იძულების წესით აღსრულდეს”-უცხოური პრესა

Editor Dali
0
ფინეთის პრესაში ფართოდ განიხილება და კომენტირდება დიპლომატიური ინციდენტი  ეუთოს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. პუბლიკაციებში გადმოცემულია როგორც ფინელი მინისტრისა და ქართველი პრემიერის განცხადებები, ასევე ორივე მხარის წარმომადგენლების კომენტარები. გთავაზობთ ფინეთის უმსხვილესი გაზეთის „ჰელსინგენ სანომატის“ (Helsingin Sanomat) პუბლიკაციას სათაურით: „იმ ჯარიმის გადახდა, რომელიც ელინა ვალტონენს საქართველოს ხელისუფლებამ დააკისრა, შეუძლებელია იძულების წესით […]

სუს-მა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა

Editor Dali
0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ  მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ სუს-ში, ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა, კონკრეტული თანხების მიღების სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის […]

ეუთო-ს თავმჯდომარემ ნახა, როგორ ასრულებენ მისი “შვილები” დავალებას, შეურაცხმყოფელია, როცა მსგავსი თანამდებობის პირი ძალადობრივი დაჯგუფების აქციას ახალისებს -კახა კალაძე

Editor Dali
0
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთ წარმომადგენელს არანაირი პატივისცემა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და ჩვენი კონსტიტუციის მიმართ არ გააჩნია – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ შეაფასა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის საპროტესტო აქციაზე მისვლა. კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი მიდის საპროტესტო აქციაზე და ახალისებს პროცესებს. „ჩვენ ვიცით, ვინ […]

4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა უცხოელი დამკვირვებლის მოწვევა და საქართველოში ყოფნა ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ ან ლობისტურ საქმიანობებს -ცესკო

Editor Dali
0
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ორგანიზაციის, „ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის“ (EPDE) მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, EPDE-ის მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლების „ფეიკ დამკვირვებლებად“ მიჩნევა, შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართულია. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაეცნო „ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის“ (EPDE) მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ […]

ევროპა ომის მომხრე ფსიქოზითაა შეპყრობილი – ვიქტორ ორბანი

Editor Dali
0
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევრობიუროკრატებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ პოლიტიკური გაერთიანება ომის მომხრე ფსიქოზითაა შეპყრობილი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბოლო პოსტში, ვიქტორ ორბანმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართა და აღნიშნა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ომზე მკაფიო მანდატის გარეშე საუბრობს. ორბანმა ევროკავშირს შეახსენა ისიც, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ევროკავშირის ხელშეკრულებების მიხედვით, წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობაში რჩება. უნგრეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებს […]

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი საყვარელი ადამიანი ქორწინების საკითხებისადმი თქვენმა დამოკიდებულებამ შეიძლება შოკში ჩააგდოს, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უკან არ დაიხიოთ და საკუთარი პოზიცია დაიცვათ. ეცადეთ საკუთარი პრობლემებიდან ყურადღება მეგობრების, ახლობლების და ოჯახის წევრების დახმარებაზე გადაიტანოთ – მათ თქვენი დახმარების იმედი აქვთ. პრობლემების არ შეგეშინდეთ — თქვენ მათ აუცილებლად დაძლევთ. გულთან ნუ მიიტანთ უსიამოვნო ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ამ დღეს […]

როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს -პრემიერი

Editor Dali
0
როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს, შესაბამისად, არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა იმ კანონის მიღებას, რომელიც დღეს, უკვე, 3 მოსმენით მიიღო პარლამენტმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.   მისივე თქმით, ამით შეწუხებულები არიან […]

არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა, ვინაიდან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საქართველოში […]

ამბიციური ამოცანა უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ისეთივე ხარისხის განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
    ყველა თანხმდება, რომ დღეს უმაღლესი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, სტანდარტებს, შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიციური ამოცანა, საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ზუსტად ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს აბსოლუტურად რეალური და შესაძლებელია. პრემიერმა განათლების რეფორმის […]

“არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე “არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება ეძლევა”-მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია

Editor Dali
0
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში. “მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი. კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები და საჯარო გამოსვლები, სადაც იკვეთება […]

გადაფურცლეთ 4 ოქტომბერი, ძალიან გთხოვთ -ნიკა გვარამია

Editor Dali
0
საერთო მიზანი როცა ისეთი დიდია, როგორც ახლა და მას სამშობლოს გადარჩენა ჰქვია, განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვნოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა და არა დაპირისპირების და განხეთქილების მარტივი გამოსავალი, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „ისტორია არ იმახსოვრებს ისეთ უმნიშვნელო დეტალებს, ვინ ვისგან რითი განსხვავდებოდა, ვინ იარა სწორად და ვინ ზიგზაგზე. ისტორია […]