ელინა ვალტონენი – თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატო-ს დროშებს, ფინეთის დროშასაც, რაც მთავარია, საქართველოს დროშას

მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქ მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს. ელინა ვალტონენის თქმით, აქციაზე იქ მყოფი ხალხის მხარდასაჭერად მივიდა. „ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატო-ს დროშებს, როგორც ჩანს, ფინეთის დროშასაც, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს დროშას. მიზეზი არის ის, […]

15 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი

15 ოქტომბერს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა – +22 გრადუსი რუსთავში ნავარაუდევი, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა – +7 გუდაურში. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +19 – უმეტესად მზიანი სოხუმი +20 – უმეტესად მზიანი ზუგდიდი +21 – უმეტესად მზიანი მესტია +10 – უმეტესად ღრუბლიანი ფოთი +20 – უმეტესად […]

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა რომელიმე ნათესავთან ურთიერთობა გაგირთულდეთ, ამიტომ პრობლემურ და პრინციპულ თემებზე საუბარს მოერიდეთ. დღეს ბევრ საქმეს მოასწრებთ, მთავარია საკუთარი ძალების გჯეროდეთ. ახალი საქმის დაწყება არასასურველია, რადგან ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს. თუ დიდი ხანია დიეტის ან ვარჯიშის დაწყებას აპირებთ, ახლა სწორედ ამის დროა. ასტროლოგიური პროგნოზი ვარაუდობს, რომ ფიზიკური დატვირთვაც ძალიან წაგადგებათ. ხელსაყრელია სილამაზის […]

“დადგა დრო რუსეთ-უკრაინის ომიც დავასრულოთ”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დადგა დრო რუსეთ-უკრაინის ომიც დავასრულოთ“: ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის გამოცხადებით გამხნევებულ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ უკრაინისათვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემით რუსეთზე ზეგავლენას მოახდენს“ (ავტორები – ჯო ბარნსი და ბენედიქტ სმიტი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: დონალდ ტრამპი ემზადება უკრაინის არმია „ტომაჰავკის“ რაკეტებით შეაიარაღოს, რომლებსაც დიდ მანძილზე ფრენა […]

“ფრონტისპირა ეკონომიკა: რუსეთთან მეზობლობის გაკვეთილები-როგორ გადარჩე, როცა მეომარ ქვეყანას ესაზღვრები”-The Economist

Editor Dali
0
ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 11 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ფრონტისპირა ეკონომიკა: რუსეთთან მეზობლობის გაკვეთილები // როგორ გადარჩე, როცა მეომარ ქვეყანას ესაზღვრები”. პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის მეზობელი ბალტიისპირა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტი. გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს: ჰელსინკის ნავსადგურში მდგარი ყინულმჭრელი, რომლის ძრავის სიმძლავრე ისეთია, რომ მოზრდილი ქალაქის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია, სუპერთანამდროვე გემია. თუ მის […]

“ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნე უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა გახდა”

Editor Dali
0
შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნე უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა გახდა“ (ავტორი – ფოლკერ პაბსტი). „რუსეთი ადრე არ აზიანებდა უკრაინის გაზმომარაგების სისტემას, მაგრამ მას შემდეგ, რაც კიევმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, მოსკოვმა ელექტროენერგეტიკის ობიექტებთან ერთად, უკრაინის გაზსადენებს, გაზის საბადოებს და გაზსაცავებსაც შეუტია“, […]

დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, ურთიერთსიძულვილით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ -მეუფე შიო მუჯირი

Editor Dali
0
დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით, ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე განაცხადა. როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, წლევანდელი სვეტიცხოვლობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს – […]

როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა  აისახება კანონში.   „ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, მთელი საზოგადოებაა შეწუხებული, მათ შორის,  1 100 000-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა ამ არჩევნებზე. საზოგადოება არის […]

სტრასბურგის სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე საქართველოს სასარგებლოდ რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა

Editor Dali
0
2025 წლის 14 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. განგრძობადი ოკუპაცია“ კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს სასარგებლოდ რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. „სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები გაიზიარა და შედეგად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული […]

მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს. მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს მცხეთაში იმყოფება. პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. „გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, საზღვრებს გარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ ქალაქში, წმინდა ტაძარში, სვეტიცხოველში. მიწისა და ზეცის შენაერთს უწოდებენ ჩვენს სვეტიცხოველს. აქ დაბრძანებულია უფლის კვართი, რომელიც სიამაყით აღგვავსებს […]

არ არსებობს დამხობა, სრული აფერა იყო, დროშაში გაბუდნული იდიოტები დადიოდნენ და ხალხს აბოლებდნენ, რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ სხვა მუხლით -თამარ ჩერგოლეიშვილი

Editor Dali
0
რეალურად არ არსებობს დამხობის საქმე, არსებობს მხოლოდ ერთი დიდი აფერა უკიდურესად უსინდისო და უპასუხისმგებლო ადამიანების, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა. ჩერგოლეიშვილის თქმით, ათობით ადამიანი საერთოდ ტყუილად ზის დამხობის მუხლით ციხეში. „წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა, იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ, ფაქტია, ვიღაც ადამიანები დაემორჩილნენ და ჩათვალეს, რომ სწორი იყო მისვლა. […]

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო ოთხ პირს მოეხსნა ნასამართლობა. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.