რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ოქტომბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7076 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1560 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1680 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ტრამპ-პუტინის ბუდაპეშტის სამიტის პერსპექტივები

Editor Dali
0
რუსეთის პრეზიდენტ პუტინის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან მოულოდნელი ზარის შემდეგ, უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდება დროებით შეჩერდა. ტრამპი და პუტინი ბუდაპეშტში სამიტს გეგმავენ. ტრამპის პოლიტიკის მკვეთრი ცვლილების სხვადასხვა ახსნა არსებობს. თუმცა, ანკორიჯში პრეზიდენტების შეხვედრასთან პარალელების გავლება შეცდომაში შეგვიყვანს. სიტუაცია შეიცვალა და ბუდაპეშტის სამიტი სხვა სცენარით წარიმართება. ანკორიჯში პუტინმა დროის მოგება სცადა, იმედით ზაფხულის შეტევის წარმატებაზე. თუმცა, შეტევა […]

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

Editor Dali
0
თიბისის მხარდაჭერით, კომპანია “ასკანელმა” გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში, საბრენდე ღვინის საწარმო გახსნა. ქარხანა 22 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს და 6 მილიონ ბოთლ ბრენდს აწარმოებს. 20-მილიონი ევროს ღირებულების პროექტის მთავარი პარტნიორი თიბისი იყო, ბანკმა ქარხანა 14 მილიონი ლარით დააფინანსა. საწარმოში 100-მდე ადამიანი დასაქმდება, პროდუქცია კი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, 10-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება. თიბისისა და კომპანია “ასკანელს” პარტნიორობის 22-წლიანი […]

მუნიციპალური არჩევნების და “მშვიდობიანი დამხობის” პროვოკაციის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა მოქალაქეები-გიორგი გახარია

Editor Dali
0
დღეს ჩვენ, პარტიამ „საქართველოსთვის“, მივიღეთ გააზრებული და პრინციპული გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ჩვენი მანდატები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ასევე პარლამენტში, რათა დავიბრუნოთ პოლიტიკური სივრცე და ვიბრძოლოთ საზოგადოებრივი აზრისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც გახარია წერს, ახლა ყველამ ერთად უნდა მოიგოს ქართველი ხალხის გული და გონება. „2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური […]

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

Editor Dali
0
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ  ბრიფინგზე განაცხადა. შარაშიძის თქმით, პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. „ერთი წლის წინ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთხმად მიიღო პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური […]

“მოსკოვიდან ბუდაპეშტში: რამდენად შესაძლებელია პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდება ან მისი დაპატიმრება. სამი ვარიანტი”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მოსკოვიდან ბუდაპეშტში: რამდენად შესაძლებელია პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდება ან მისი დაპატიმრება. სამი ვარიანტი“ (ავტორები – კირან კელი, ჯო ბარნსი). პუბლიკაციაში განხილულია უნგრეთში დაგეგმილი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამშვიდობო სამიტთან დაკავშირებული სავარაუდო პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით მოსკოვი-ბუდაპეშტის ავიამარშრუტის არჩევის საკითხს ეხება. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: როცა დონალდ […]

20 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  უმეტეს რაიონში  წვიმა და ელჭექი, მაღალმთიან რაიონებში თოვლჭყაპი,  დღისით  ზოგან  ძლიერი.  დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ,  ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10,+15°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +7, +12°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  ღამით ზოგიერთ, დღის […]

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეს დღე იდეალურია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან რომანტიკული ურთიერთობებისთვის. ნუ დაფარავთ თქვენს გრძნობებს და შეეცადეთ, ყურადღებასა და სიყვარულს გულწრფელად უპასუხოთ. თუ სახელმწიფო დაწესებულებაში მისვლას გეგმავდით, უმჯობესია ეს საქმე სამომავლოდ გადადოთ – ამ დღეს ბიუროკრატიული სირთულეები ძალიან დიდ დროს წაგართმევთ. ეს დღე შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას მოგიტანთ. შეეცადეთ, ამ დღეს კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. განსაკუთრებით ვალებზე და […]

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაიხსნა – მომიტინგეების ინფორმაციით, მიმდებარედ პოლიცია იდენტიფიცირებისთვის მოქალაქეებს აჩერებს

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პარალელურად პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს აჩერებს იდენტიფიცირებისთვის. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საღამოს რვა საათის შედეგ სავალი ნაწილი გადაკეტეს. პოლიციამ მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა მომიტინგეები მოთხოვნა არ შეასრულეს.

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი პარტნიორთან ურთიერთობაში შესაძლოა დაძაბულობა გაჩნდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხნით ერთმანეთისგან დასვენება გჭირდებათ. პლუტონის მფარველობა სწორ გზას მიგასწავლით! შესაძლებელია, დიდი ხნის წინ დაწყებული, გაჭიანურებული საკითხები თქვენ სასარგებლოდ დასრულდეს. გამორიცხული არ არის, რომ ახალი ნაცნობი სამსახურის პოვნაში დაგეხმაროთ, თუმცა უმჯობესია, სხვის მფარველობაზე მეტად საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. ეს დღე ხელსაყრელია კომერციულ სფეროში ენერგიული ქმედებებისთვის. კურო […]

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, 15 წუთის განმავლობაში გახსნან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით განსაზღვრული ზომები -შსს

Editor Dali
0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და უზრუნველყონ ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს. „თბილისში, რუსთაველის გამზირზე, […]

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 000 ლარი – სუსი

Editor Dali
0
ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების სახლებში ჩხრეკის შედეგად საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ჩხრეკისას ნაღდ ფულთან ერთად ასევე ამოღებულია 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას […]