რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

Editor Dali
0
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ბუხრაშვილმა გახსნეს. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.  გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა არჩევნების […]

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

Editor Dali
0
  Punchline Profit – ასე ჰქვია საქართველოში შექმნილ პირველ YouTube ბიზნესფორმატს, რომელიც სულ მალე, YouTube-ის პლატფორმაზე გამოჩნდება. ბიზნესშოუ სრულიად ახალ მიდგომას ეფუძნება და ბიზნესების გამოწვევებს, სირთულეებსა და შიშებს გულწრფელი დიალოგითა და იუმორის საშუალებით განიხილავს. ბიზნესშოუ მედიაკომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი – Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების […]

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

Editor Dali
0
თიბისიმ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ახალი პროდუქტი დანერგა – მობაილბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება უკვე ფილიალში ვიზიტის ან ვებ-ბანკში შესვლის გარეშე, პირდაპირ მობილური აპლიკაციიდან შეუძლიათ. საერთაშორისო გადარიცხვები ხელმისაწვდომია უცხოურ ვალუტაში და პროცესი მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურად არის მორგებული- მას აღარ უწევს დამატებითი მონაცემების ხელით შეყვანა, რადგან  სისტემა ავტომატურად აიდენტიფიცირებს ბანკის კოდს, სახელსა და […]

საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი “დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო” ხორციელდება

Editor Dali
0
საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის სასწავლო კურსს „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო” ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) წარმომადგენლები სამოქალაქო განათლების 500-ზე მეტ პედაგოგს უზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საარჩევნო სწავლების მიმართულებით. მოგვიანებით კი პედაგოგები მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს გაუზიარებენ, რათა არჩევნების მნიშვნელობასა […]

“გააცოცხლე” – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

Editor Dali
0
თიბისი წლებია 22 აპრილს, დედამიწის დღეს, ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივით აღნიშნავს.  „გააცოცხლე“ ახალი პროექტია, რომელიც ტექსტილის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების კამპანიას გულისხმობს. იდეა თიბისის ESG ელჩების მიერ არის შემუშავებული. გარემოში მოხვედრილი ტექსტილი შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში არ დაიშალოს. ამ პერიოდში ისინი ნიადაგსა და წყალს აბინძურებენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. ამიტომ, ESG ელჩებმა მათი პროექტით მიზნად დაისახეს გარემოში ტექსტილის ნარჩენების შემცირების ხელშეწყობა და მათი ხელახალი გამოყენება. ESG ელჩები თიბისის თანამშრომლები არიან, რომლებიც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მიმართულებით პროექტების […]

გულმა რომ საათივით იმუშაოს – რა უნდა ვიცოდეთ ტრიმეკორი MR-ზე

Editor Dali
0
ჩვენი გული ყოველდღე, შეუჩერებლად მუშაობს – როგორც პატარა, მაგრამ ძლიერი ტუმბო. ის წამში არაერთხელ იკუმშება და სისხლი მთელს ორგანიზმში გადააქვს. თუ დავფიქრდებით, მისი მუშაობა მართლაც შთამბეჭდავია: გული დღე-ღამეში დაახლოებით 100 000-ჯერ იკუმშება და 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 7 ტონაზე მეტ სისხლს ატარებს. ეს კი ნიშნავს, რომ სიცოცხლის მანძილზე ჩვენი გული მილიარდობით შეკუმშვას ასწრებს – და […]

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი

  აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმება ოთხშაბათს იწურება. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღესაა დაგეგმილი, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, შეხვედრის გამართვის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.   შესაბამისად, გლობალურ ბაზრებზე განწყობები მერყევი რჩება. ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებული თავდაპირველი განცხადების შემდეგ ბარელი ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა, თუმცა ორშაბათს ვაჭრობის […]

თიბისის მხარდაჭერით, 23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, 23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება! ეწვიე ღონისძიებას წერეთლის 118-ში, სადაც შერჩეულ პარტნიორებთან თიბისის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 50 ლარს. გაიგეთ დეტალები: https://shorturl.at/9hnw7

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

17-19 აპრილს “ექსპო ჯორჯიამ” სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენას, Caucasus Build 2026-ს უმასპინძლა. ყოველწლიურმა ღონისძიებამ 200-მდე კომპანია გააერთიანა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. Caucasus Build-ი საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით ჩატარდა და სხვადასხვა ფორმატს მოიცავდა. თიბისის მხარდაჭერით, ღონისძიებაზე პანელური დისკუსია გაიმართა – „როგორ შენდება მსხვილი პროექტები საქართველოში – შესყიდვები და გადაწყვეტილებები”.  კონფერენციაზე მსხვილმა სამშენებლო კომპანიებმა საკუთარი გამოცდილების […]

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს

Editor Dali
0
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება. აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. სახარებაში აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის […]

მარკ რუტე – საჭიროა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, უთხარით თქვენს ბანკებსა და საპენსიო ფონდებს, რომ მათ შეუძლიათ თავდაცვაში ინვესტირება

Editor Dali
0
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს ალიანსიდან არ გაიყვანს. ამის შესახებ რუტემ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. „მე ვერ ვხედავ აშშ-ის ნატოდან გასვლის ალბათობას”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ალიანსს უფრო ძლიერი ევროპა სჭირდება. რუტეს განცხადებით, თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებაში ცუდი არაფერია. „პრეზიდენტი ტრამპი აშკარად იმედგაცრუებულია ნატო-ს ზოგიერთი წევრით […]

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ე. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 1987 წელს დაბადებული ო.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის […]