ვერძი

თუ მარტოხელა ხართ და ცხოვრების მეგზურს ეძებთ იცოდეთ, რომ ბედისწერა უკვე ნანატრ შეხვედრას ამზადებს. შესანიშნავი დღეა კულინარიული შედევრების ერთად მოსამზადებლად - შანსი გექნებათ, რომ საყვარელი ადამიანები გააოცოთ. ამ დღეს სხვებისკენ ყურებას ჯობია საკუთარი გზა იპოვოთ. ვისაც ლატარიის თამაში ან რაიმე პროექტში ინვესტირება მოსწონს, იღბალი გაუღიმებს. კონკურენტები თქვენზე უსიამოვნო ჭორებს ავრცელებენ, თუმცა სანერვიულო არაფერია - ახლობელი ადამიანები თქვენს მხარეს არიან და თქვენით ამაყობენ! თუ ბოლო დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გქონდათ, ამ დღეს თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. როგორც ვარსკვლავები ვარაუდობენ ქრონიკულ დაავადებებსაც იოლად დაძლევთ.

კურო

თუ თქვენს ცხოვრებაში ცოტა რომანტიკაა, ნუ ინერვიულებთ - მალე დანაკლისს აანაზღაურებთ. ეცადეთ, ოჯახის წევრებისთვის დრო გამონახოთ, თუნდაც ძალიან დაკავებული იყოთ. მზად იყავით საყვარელი ადამიანის სიურპრიზებისთვის! სამსახურში დატვირთულმა განრიგმა და ახალმა გარემოებებმა შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ, მაგრამ ამის გამო ნუ ინერვიულებთ და საქმეების ნაწილი კოლეგებს გაუნაწილეთ - მათი მხარდაჭერა სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. ამ დღეს სავაჭრო ცენტრებში სიარულს უნდა მოერიდოთ, რადგან შეიძლება საფულე მთილიანად დაიცარიელოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ენერგიით აგავსებთ და იგრძნობთ, რომ მწვერვალების დასაპყრობად მზად ხართ, ამიტომ გაბედულად იმოქმედეთ.

ტყუპები

ამ დღის ემოციურმა მუხტმა შეიძლება პიკს მიაღწიოს - მიზეზი მარსია, რომელიც ამ დღეებში თქვენი ნიშნის ბევრ წარმომადგენელზე განსაკუთრებით მოქმედებს. წვრილმანმა უსიამოვნებებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, თუმცა ვითარების გამოსწორება არ გაგიჭირდებათ. სასურველია, რომ ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა აიღოთ და ბოლოდროინდელი ხარჯების სრული ანალიზი ჩაატაროთ. თუ აზარტული თამაშების მოყვარული ხართ, გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს წაგების რისკი ძალიან მაღალია. თუ საღამოს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, გადაღლის ბრალი იქნება - ახლა ყველაზე მეტად დასვენება და ხანგრძლივი ძილი გჭირდებათ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ეჭვიანობისგან გათავისუფლდეთ, თორემ სიყვარულს ვერ შეინარჩუნებთ. უახლოესი დღე-ღამის განმავლობაში ზედმეტ აქტიურობას მოერიდეთ, რომ სრული სიმშვიდის ატმოსფეროში ჩაიძიროთ. ეს დღე საქმეებითა და მოვლენებით იქნება სავსე; სახლის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, შესაძლოა, მის დაცვაზე ზრუნვაც კი დაგჭირდეთ. რთულ გზებს ნუ ეძებთ მაშინ, როცა გამოსავალი თვალწინ გაქვთ - რატომ უნდა გაირთულოთ საქმე, როცა ყველაფრის მარტივად და ელეგანტურად მოგვარება შეიძლება? შესრულებული სამუშაოსთვის საღამოს სასიამოვნო ფინანსური წახალისება გელოდებათ. ეს დღე მთლიანად რელაქსაციას, სიყვარულის ენერგიასთან დაკავშირებას და გავლილ გზაზე ფიქრს დაუთმეთ - სჯობს, საკუთარ შეგრძნებებსა და ემოციებში კარგად გაერკვიოთ.

ლომი

ამ დღეს ახლობელ ადამიანთან მცირე უთანხმოება გელით, რისი მიზეზიც შეიძლება თქვენი სიამაყე გახდეს. ვარსკვლავები გახსენებთ, რომ ზოგჯერ დათმობა უფრო გონივრულია, ვიდრე გაჯიუტება. ბოლო დროს ოჯახში ურთიერთგაგების სიმცირეს უჩივით, თუმცა თუ ერთმანეთთან ბოლომდე გულწრფელები იქნებით, გამოსავალს სწრაფად იპოვით. განსაკუთრებულ აქტიურობას გამოავლენენ ისინი, ვინც იურიდიულ სფეროში მოღვაწეობენ - სამართლებრივი საკითხების მოგვარებას შესანიშნავად შეძლებთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც საეჭვო ავანტიურებში თქვენს ჩათრევას შეეცდებიან, რადგან ამან შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. დატვირთული მუშაობის დროს შეიძლება ვერც კი შენიშნოთ, აღარაფრის ძალა შეგრჩათ, ამიტომ ახლა ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ.

ქალწული

ამ დღეს ყველა წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ - მცირე სიურპრიზსაც კი შეუძლია ურთიერთობებში ჯადოსნური ატმოსფერო შექმნას, ამიტომ ეცადეთ საყვარელი ადამიანი გაახაროთ. მალე შესაძლებლობა გექნებათ, რომ მეგობრებს ან ნათესავებს შეხვდეთ, უახლესი ამბები გაცვალოთ და ახალი იდეები განიხილოთ. დღეს ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან და სასარგებლო კავშირად იქცევა. სამსახურში კოლეგებისგან უამრავ ქებას მოისმენთ, თუმცა ფხიზლად იყავით - ლამაზი სიტყვების მიღმა ზოგჯერ პირფერობა და ანგარიშსწორება იმალება. თუ აპათიის ნიშნები იგრძენით, არ დანებდეთ - კარგი ფილმი ან საინტერესო წიგნი განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

თქვენი მომხიბვლელობა ახლა პიკზეა - ეცადეთ ეს შესაძლებლობა ურთიერთობების მოწესრიგების ან ახალი ადამიანების მოსაზიდად გამოიყენოთ. ამ დღეს ყურადღების ერთ საქმეზე გამახვილება გიჭირთ, რადგან ოჯახის წევრები გამუდმებით სხვადასხვა საქმეს გავალებენ. მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ნუ დანიშნავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არასასურველ დათმობებზე წასვლა მოგიწევთ. ძვირად ღირებული ნივთების შეძენამდე კარგად დაფიქრდით, თორემ შეიძლება დიდი თანხა ტყუილად დახარჯოთ. საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ გეკისრებათ. თუ კომპიუტერთან დიდ დროს ატარებთ, გამონახეთ დრო ფიზიკური აქტივობისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

მორიელი

დღის ბოლოს სასიამოვნო შეხვედრა გელოდებათ, რომანტიკულმა პაემანმაც კი შეიძლება ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ვიღაცასთან ან რაღაცასთან დაკავშირებით წარმოდგენას შეგიცვლით. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. იმისათვის, რომ უფროსის საყვედური არ დაიმსახუროთ, ეცადეთ საქმიანი ქაღალდები დროულად მოაწესრიგოთ. სიზმარი, რომელსაც ამაღამ ნახავთ, მცდარია და არასდროს ახდება. გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკურმა ან გონებრივმა გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ ზომიერება უნდა გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ საყვარელ ადამიანს ისეთი რამ აჩუქოთ, რაც თქვენი ურთიერთობის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამს. ამ დღეს, შესაძლოა, მეორე ნახევართან მნიშვნელოვანი საუბარი მოგიწიოთ - იქნებ დროა, „შინაომები დაასრულოთ და შეთანხმებამდე მიხვიდეთ? დღის უმეტეს ნაწილს ბიუროკრატიულ პროცედურებს დაუთმობთ. მთავარია, ერთ ადგილზე არ გაჩერდეთ და ყველგან მოასწროთ - თქვენი წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. თუ სასწრაფო აუცილებლობა არ არის, ჯობს სტომატოლოგთან ვიზიტი მცირე ხნით გადადოთ, რათა ზედმეტი ხარჯები და არასასურველი შედეგი თავიდან აიცილოთ.

თხის რქა

საყვარელი ადამიანისგან მიღებული საჩუქარი გულწრფელობას და გრძნობების სიღრმეს საუკეთესოდ გამოხატავს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლობლებს დაუთმოთ, რადგან მუდმივად სამსახურში ყოფნის გამო ოჯახის წევრებთან კამათი ხშირად გიწევთ. დროა, ძველ მტრობასა და უთანხმოებაზეც უარი თქვათ და კოლეგებთან ურთიერთობა გამოასწოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარიერულ წინსვლაზე ფიქრი უნდა დაივიწყოთ. იყავით უფრო კეთილი, ბრძენი და მომთმენი - ეს პერიოდი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად იდეალურია. საღამოს დაღლილობას იგრძნობთ. სრულფასოვან დასვენებასა და ძალების აღდგენაზე იზრუნეთ, რომ შინაგანი ჰარმონია დაიბრუნოთ.

მერწყული

ეცადეთ, ამ დღეს საყვარელი ადამიანის ყველა თხოვნა შეასრულოთ და მალე მიხვდებით, რომ თქვენი რჩეული დღეს თქვენზე ბევრად ბრძნულად მოქმედებს. მოვლენების ორომტრიალმა შეიძლება ისე ჩაგითრიოთ, რომ მისგან თავის დაღწევა მხოლოდ მეგობრების დახმარებით შეძლებთ. ენთუზიაზმით დაეუფლეთ ყველაფერ ახალს - მიღებული უნარები კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. საკუთარ ავტორიტეტს თვალის ჩინივით გაუფრთხილდით - როგორც კი რაიმე უწესოს ჩაიდენთ, მაშინვე მოგეკითხებათ, რაც თქვენს იმიჯს სახელს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. სასურველია, რომ ხალხმრავლობას გაერიდოთ და განმარტოვდეთ - ეს მოდუნებაში და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

თევზები

მალე ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდება, რომელიც სამყაროს სრულიად სხვა თვალით დაგანახვებთ. მარტოხელა თევზებს საინტერესო ნაცნობობა ელოდებათ, რომლის დასასრული ჯერ უცნობია. მეგობრის რჩევა პირად პრობლემას მარტივად მოგაგვარებინებთ - მისი მაგალითით მიხვდებით, რომ გადამწყვეტი ქმედებები გრძელ ფილოსოფიურ მსჯელობას ბევრად ჯობს. იუპიტერის გავლენა ცხოვრებისეული ენერგიით გავსებთ, ამიტომ ეს დრო დაგროვილი საქმეებისა და პროექტების დასასრულებლად გამოიყენეთ. განსაკუთრებით წარმატებული დღეა კომერციასა და ვაჭრობაში ჩართული ადამიანებისთვის, რომლებსაც დიდი მოგება ელოდებათ. ეს პერიოდი ხელსაყრელია შენაძენებისთვის, გარდა უძრავი ქონებისა და ავეჯისა. ფიზიკური დატვირთვა ოდნავ შეამცირეთ - გადაღლა ახლა არ გჭირდებათ.