წვიმებს სიცხე ჩაანაცვლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ივლისიდან
0
0
7-9 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ძლიერი წვიმებისა და უამინდობის შემდეგ, ამინდი ეტაპობრივად გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან ნალექი შესუსტდება და ქვეყნის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 ივლისიდან საქართველოში კვლავ მზიანი და თბილი ამინდები დამყარდება. დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +31-დან +36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა +37 […]