14 ივლისიდან თელავში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი შეფერხების გარეშე ჩატარდება

14 ივლისიდან თელავში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი შეფერხების გარეშე ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ  საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება. გამოცდაზე რეგისტრირებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად […]

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ივნისში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 600 ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგების ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია, მიღებული ცოდნა კი –  საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენონ. ივნისის ტრენინგები შემდეგ თემებსა და საკითხებს დაეთმო: საგადასახადო დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები – ტრენინგზე განხილული იყო, თუ რა შეღავათიანი საგადასახადო სტატუსი შეიძლება მიიღოს მეწარმემ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით […]

„სწრაფი მიღება ევროკავშირში? რაღაცეებზე უარის თქმა მოგვიწევს”- უკრაინის ელექტრონულ ჟურნალ „ობოზრევატელი”

რომ ეჭვი გასჩენოდათ ბრიუსელს და უშუალო მეზობლებს”, – ნათქვამია მასალაში. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: არაფერი საკვირველი არ არის იმაში, რომ ევროკავშირში უკრაინის მიღებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში გარღვევა არ მოხდა. ჩვენი მოლოდინები, რომ ევროპელებს ძალიან ვუყვარვართ და სიამოვნებით გაგვიღებდნენ კარს, ზედმეტად გადაჭარბებული აღმოჩნდა: ყველაფერს და მათ შორის ნდობის კრედიტსაც თავისი საზღვრები აქვს, ბრიუსელი კი ჩვენს „საკრედიტო ისტორიას” ყურადღებით […]

„მკვდარია თუ ცოცხალი? ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ჰამენეი, ალბათ, კომაშია. მისი არგამოჩენის ყოველი დღე ეჭვს აძლიერებს, რაც ირანს კრიზისით ემუქრება“ – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის” (The Daily Telegraph) 13 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით  „მკვდარია თუ ცოცხალი? ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ჰამენეი, ალბათ, კომაშია. მისი არგამოჩენის ყოველი დღე ეჭვს აძლიერებს, რაც ირანს კრიზისით ემუქრება” (ავტორი – კასრა არაბი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ხელმძღვანელ მოჯთაბა ჰამენეისთან დაკავშირებული სიტუაცია: რატომ არ ჩნდება იგი საკუთარი ხალხის წინაშე? გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლოებით: […]

მარიამ ქვრივიშვილი – სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზები, […]

13 ივლისს საქართველოში სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში დღეს წირვა-ლოცვა შესრულდება. კრება წმიდა დიდებულთა და ყოვლადქებულთა  ათორმეტთა მოციქულთა ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.   საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე IV საუკუნიდან აღინიშნება. თითოეულ მოციქულს ცალკე ხსენების დღე აქვს, მაგრამ ეკლესიამ, 12_ვე მათგანის ერთად მოხსენიების დღე დააწესა პეტრე-პავლობის მომდევნო […]

13 ივლისის ამინდის პროგნოზი

13 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი ამინდია, […]

მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. 12 ივლისი დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეა. სახარების თანახმად, პეტრე მოციქული ანდრია მოციქულის ძმა იყო, რომელმაც მიიყვანა კიდეც ის ქრისტესთან. წმიდა პეტრეს ცოლი ჰყავდა და სახლი ჰქონდა კაპერნაუმში. ქრისტესაგან ხმობილი გენისარეთის ტბაში თევზის ჭერის დროს, იგი ყოველთვის იშვიათ ერთგულებასა და გამბედაობას იჩენდა, რითაც განსაკუთრებულად […]

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

თიბისი აგრძელებს მობაილბანკის განახლებას და მომხმარებლებს კვლავ ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ამჯერად, მობაილბანკში დაგხვდება ახალი თამაში – “საგანძურის მარათონი” ფულადი პრიზებით, მეგობრის მოწვევის განახლებული პროგრამა და თვითდასაქმებული მომხმარებლებისთვის სრულად დისტანციური სესხის მიღების შესაძლებლობა. 1-ელ ივლისს მობაილბანკში ახალი თამაში – „საგანძურის მარათონი“ დაიწყო. მომხმარებლებს ელოდებათ ქვიზი – რისი მეშვეობითაც ისინი თავის საგვარეულოს იპოვიან; დღისა და კვირის მისიები, […]

„სიენენი“ – ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, ისრაელი ირანთან ბრძოლაში ჩაერთოს, რადგან კონფლიქტზე კონტროლის დაკარგვის შიში აქვს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, ისრაელი ბრძოლაში ჩაერთოს, რადგან კონფლიქტზე კონტროლის დაკარგვის შიში აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ისრაელის ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ნეთანიაჰუს ნამდვილად სურს აშშ-ის დარტყმებში მონაწილეობა, მაგრამ აშშ-ს ამ ეტაპზე არ სურს ისრაელის ჩართვა“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ. მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები მზად არიან, ირანის წინააღმდეგ […]

სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა

სუს-მა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაზე, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა. „ქრონიკის” ინფორმაციით, სუს-ის მიერ დაკავებული ბექა ჭულუხაძეა. 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით […]