1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კასიანოვი თავის სოლო პარტიას თამაშობს”- ალეკო ელისაშვილი
“კასიანოვი თავის სოლო პარტიას თამაშობს”- ალეკო ელისაშვილი

“კასიანოვი თავის სოლო პარტიას თამაშობს”- ალეკო ელისაშვილი

391
0

“მოქალაქეების“ დეპუტატის,  ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გაუგებარია, უკრაინის საგარეო უწყების განცხადება, მისი თქმით,  უკრაინის გადასაწყვეტი არ არის, საქართველოს ვისთან ექნება ფრენა და ვისთან – არა .

ელისაშვილის განცხადებით, კასიანოვი თავის სოლო პარტიას თამაშობს და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფუჭებით სურს ვიღაცას თავი მოაწონოს უკრაინაში, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა.

ამასთან, ელისაშვილისთვის გასაგებია, რომ უკრაინა იარაღს ითხოვს, რადგან გასაჭირშია, თუმცა, იქვე დასძენს, რომ კასიანოვის საქმე არ არის, საქართველო სამხედრო აღჭურვილობას ვინმეს გადასცემს თუ არა.

„უკრაინული მხარე იარაღს რომ ითხოვს, გასაგებია, ქვეყანა გასაჭირშია და იარაღი სჭირდებათ, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ ამბობს, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები არ უნდა აღდგეს, ეს არ არის უკრაინის საქმე. ჩემთვის რამდენადაც მიუღებელია რუსეთთან ფრენების აღდგენა, იმდენად გაუგებარია უკრაინის საგარეო უწყების განცხადება, რადგან ეს მათი გადასაწყვეტი არ არის, საქართველოს ვისთან ექნება ფრენა და ვისთან – არა. ასეთი განცხადებები არ არის სწორი, კასიანოვს რომ თავი დავანებოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს კაცი თავის სოლო პარტიას თამაშობს და უნდა, უკრაინაში ვიღაცას თავი მოაწონოს იმით, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აფუჭებს, ეს მაშინ, როცა ელჩი თუ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უნდა იღვწოდეს, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს, ურთიერთობის გაჯანსაღება დავიწყოთ. ფაქტია, კასიანოვმა ცარიელ ადგილზე წყლის ამღვრევა განაახლა. კასიანოვის საქმე არ არის: საქართველოს ფრენები ვისთან ექნება, ჩვენ სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც ვიყიდეთ ვის გადავცემთ და ვის არა. ეს ყველაფერი ცუდი და გულდასაწყვეტია ისევე, როგორც ის ურთიერთობა, რაც ორი ქვეყნის მთავრობებს აქვთ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, გუშინ, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. მოგვიანებით, მან მედიას განუცხადა, რომ გაუგებრობები ჩნდება მაშინ, როცა ციტატებს კონტექსტიდან იღებენ.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევჰენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორების წრეს, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან და თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას.