1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს”-CS Victims

“ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს”-CS Victims

“ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს”-CS Victims
31
0

„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს“ – ასეთი სათაურით  აქვეყნებს CS Victims-ს სტატიას. 

CS Victims-ის სტატიაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც შვიდ წელზე მეტია, ჩართულია „კრედიტ სუისისა“ და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის შვეიცარიაშიც, სადაც  ჩადენილ იქნა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი კლიენტებთან ურთიერთობების მსჯავრდებული მენეჯერის მიერ.

სტატიის თანახმად, ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში თავს არიდებდნენ საქმის შესახებ კომენტარის გაკეთებას იმ მიზეზით, რომ მოლაპარაკების ინიციატორი „კრედიტ სუისი“ იყო, თუმცა ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ბანკი ქმნიდა მოლაპარაკების ილუზიას და ბანკის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, განაგრძობდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ივანიშვილის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც საუბარია შემდეგზე: „მათ, ვინც თვალყურს ადევნებდა მოცემულ შემთხვევას, ახსოვთ, რომ „კრედიტ სუისთან“ გახანგრძლივებული დავა მალევე გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური სახე მიიღო, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ. რამდენიმე კვირაში ბატონ ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც თანხებზე წვდომასთან, ასევე ხელოვნების ნიმუშებისა და თვითმფრინავის მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი მოგვარდა იურიდიული გზით, დიდი ძალისხმევის გამოყენებით, მთავარი პრობლემა, როგორიცაა თანხებზე წვდომა, კვლავაც ძალაში რჩება და ამას განვიხილავთ, როგორც არაფორმალურ სანქციებს.

ეს თანხები არ არის დაკავშირებული შვეიცარიაში, ბერმუდსა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივ დავებთან, არმედ ეხება იმ თანხებს, რომლებიც გადაურჩა „კრედიტ სუისის“ არასწორ მენეჯმენტსა და თაღლითობას. ამ თანხების უმეტესი ნაწილი გადაირიცხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ დაახლოებით ხუთი პროცენტი, ფორმალური მოთხოვნის საფუძველზე, დარჩა „კრედიტ სუისში“ მიმდინარე დავების ეფექტურობის  უზრუნველყოფისთვის. აღნიშნული აქტივები იმართებოდა და იმართება ორი ტრასტის, ფინანსური სტრუქტურის მეშვეობით, რომლებსაც რეკომენდაცია ბატონი ივანიშვილისთვის „კრედიტ სუისმა“ გაუწია. ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი გერნსის კუნძულების იურისდიქციაში იმყოფება (ექვემდებარება ბრიტანეთს) და ეს უკანასკნელი მართავს დარჩენილ თანხებს „კრედიტ სუისში“. გასათვალისწინებელია ნიუანსი, რომ ბანკის თანხმობის გარეშე,  ტრასტის დახურვას სჭირდება რთული იურიდიული პროცედურა და მიუხედავად იმისა, რომ აქტივების უმეტესი ნაწილი გადაეცა სხვა ბანკს, ტრასტს მაინც მართავენ „კრედიტ სუისის“ მიერ დანიშნული რწმუნებულები და თანხის გადახდა ბენეფიციარების სურვილის შესაბამისად მიმდინარეობდა. თუმცა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების დღიდან ბენეფიციარებს შეექმნათ სერიოზული დაბრკოლებები, მათ შორის გადახდების შეფერხება და თანხებზე წვდომის სრული დაბლოკვა. ბატონი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს ქმედებები წარმოადგენს არაფორმალურ სანქციებს“.

ამასთან, სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურსა და ბერმუდში სასამართლოები გრძელდება, დავა ორივე იურისდიქციაში გახანგრძლივებული ხასიათისაა: სარჩელი ბერმუდის კუნძულებზე 2016 წელს იქნა წარდგენილი, ხოლო იურისდიქციის საბოლოო განსაზღვრა სინგაპურში 2020 წლის მარტში დადასტურდა. ამგვარად, წარდგენის საბოლოო ეტაპი, სადაც მხარეები განიხილავდნენ ახალ ფაქტებს, მტკიცებულებებსა და პრეტენზიებს, წარდგენილი იყო 2021 წლის ნოემბერში. შესაბამისად, ბატონ ივანიშვილს აცნობეს, რომ თანხებზე წვდომის საკითხი მიმდინარე დავების ფარგლებში სასამართლოს აღარ წარედგინება. მიუხედავად ამისა, სინგაპურის სასამართლო სხდომაზე 2022 წლის სექტემბერში ბატონი ივანიშვილი გამოცხადდა მოწმის სახით და განაცხადა, რომ „კრედიტ სუისი“ არა მხოლოდ აიძულებდა მას წლების განმავლობაში წარედგინა მოთხოვნები სხვადასხვა იურისდიქციაში თანხების თაღლითობასა და არასწორი მენეჯმენტის შესახებ, არამედ „კრედიტ სუისმა“ არ შეიტანა გადასახადი ჟენევის სასამართლოს ბრძანების დარღვევის გამო, რომელიც ეხებოდა კლიენტებთან ურთიერთობების მენეჯერის სისხლის სამართლის 2018 წლის საქმეს. უფრო მეტიც, „კრედიტ სუისმა“ შეზღუდა წვდომა დარჩენილ თანხებზე, რომლებიც ბანკიდან იყო გამოტანილი და რომელიც რჩება „კრედიტ სუისის“ მიერ დანიშნული რწმუნებულების მენეჯმენტის ქვეშ.

„აქედან გამომდინარე, სასამართლომ „კრედიტ სუისს“ დაუსვა კითხვა, რატომ არ გადაეგზავნა კლიენტს არასადავო თანხები. ამ გასაუბრების შემდეგ „კრედიტ სუისმა“ წამოიწყო მოლაპარაკებები ბატონ ივანიშვილთან და ამ პროცესის განმავლობაში მათ უკან დაუბრუნეს შვეიცარიის სასამართლოს მიერ სამი წლის წინ დაკისრებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი. 2022 წლის დეკემბერში ბატონ ივანიშვილს გადაუხადეს დარიცხული პროცენტი ზემოთ აღნიშნული თანხის დაგვიანებით გადახდის გამო და ბანკმა ასევე გადაიხადა ის თანხა, რასაც „კრედიტ სუისის“ სინგაპურის ტრასტი არ ედავებოდა. მას შემდეგ ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს გადახდები იყო „კრედიტ სუისის“ მხრიდან ილუზიური მცდელობა, ემოქმედა კეთილსინდისიერად სასამართლოს წინაშე დადებითი იმიჯის შესაქმნელად და მიიჩნევს, რომ ყველა ილუზია დასრულდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ: „2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ არ იქნა მიღებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიერ. აქედან გამომდინარე, „კრედიტ სუისმა“ განახორციელა კლიენტისთვის ბოლო გადარიცხვები და ახლა აცხადებს, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ხელი შეუშალა Guernsey-ის ტრასტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ამ მოთხოვნას აძლიერებს ის ფაქტი, რომ აქტივები გადარიცხული იყო „კრედიტ სუისიდან“ და ბანკი და მისი დანიშნული რწმუნებულები არ უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებული ბენეფიციარების ინსტრუქციების არშესრულებით. შედეგად, ბატონი ივანიშვილი აღიქვამს ამ ხელისშემშლელ ქმედებას, როგორც „პოლიტიკურ ზეწოლას“, ისევე, როგორც ეს იყო მარტში, როდესაც „კრედიტ სუისმა“ განაცხადა, რომ თანხების გაცემის შეფერხება გამოწვეული იყო „აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური სიტუაციით“. ბატონი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ „კრედიტ სუისს“ აქვს გამოცდილება, გამოიყენოს ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტები Guernsey Trust-ისგან თანხების გაცემის შეფერხების გასამართლებლად. პირველი მათგანის შემდეგ, 2022 წლის 9 ივნისს „კრედიტ სუისმა“ განაცხადა, რომ ტრასტს არ შეეძლო თანხის გაცემა, თუმცა ევროპული საბჭოს ივლისის სხდომაზე რეზოლუცია არ იყო მიღებული და არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი იმისა, თუ რატომ ვერ მოხერხდებოდა ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, გერნსის სასამართლოში შეტანილ იქნა განცხადება ტრასტის აქტივების დაბრუნების თაობაზე, მაგრამ ერთდღიანი მოსმენა არაერთხელ გადაიდო და მიუხედავად იმისა, რომ მოსმენა დაგეგმილია მარტისთვის, ბატონ ივანიშვილს მიაჩნია, რომ თარიღი კვლავ გადაიდება. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების დროს ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლებმა შესთავაზეს გერნსის ტრასტის მიერ გაყინული თანხის საკითხის მოგვარება მოკლე დროში სასამართლოს ჩარევის გარეშე, მაგრამ ეს შეთავაზება არ იქნა მიღებული“.

სტატიის მიხედვით, სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ტრასტების მენეჯმენტის არათანმიმდევრულობა.

„როგორც მტკიცდება, ერთ-ერთი ტრასტი არ ახორციელებს დისტრიბუციას და აიძულებს ბენეფიციარებს, მოითხოვონ გადახდის მიღება სამართლებრივი გზით, ამავე დროს რწმუნებულები მიუთითებენ ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციაზე, ხოლო მეორე ტრასტს შეუძლია თანხების გაცემა ბენეფიციარებისთვის საჭიროებისამებრ, დეკემბრის რეზოლუციის მიუხედავად და ეს აშკარად არ წარმოადგენდა პრობლემას „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტისთვის. ეს ამტკიცებს, თუ რა არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და „კრედიტ სუისმა“ იცის ეს „ფასი“. ბანკის მხრიდან მართებული იქნებოდა, პირველ შემთხვევაში ისევე მოქცეულიყო, როგორც მეორე შემთხვევაში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ სინგაპურის სასამართლოზე უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით შეიძლებოდა ორივე დადგენილების იგნორირება. ბატონი ივანიშვილის მტკიცებით, ეს ადასტურებს, რომ „კრედიტ სუსის“ პოლიტიკური ზეწოლის კამპანია გრძელდება და აქედან გამომდინარე, ბატონი ივანიშვილი და მისი მრჩევლები ახლა განიხილავენ კამპანიის წარმართვის შესაძლობლობას სიტუაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროების მიზნით და ასევე განიხილავენ მტკიცებულებების გამოაქვეყნებას იმის შესახებ, როგორ დააზარალა, მისი აზრით, ბანკის რეპუტაცია და თავად შვეიცარიის იმიჯი „კრედიტ სუისის“ ხელმძღვანელობამ“, – აღნიშნულია CS Victims-ის სტატიაში.