ამერიკელმა სამხედროებმა დიდ ბრიტანეთში მდებარე ავიაბაზაზე დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიის გამოყენებით ათეულობით დრონი მოიგერიეს. შესაძლოა, ინციდენტთან ირანი იყოს დაკავშირებული, - ინფორმაციას Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი მიმდინარე თვეში მოხდა, როდესაც ამერიკელმა სამხედროებმა დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგია ათეულობით დრონის მოსაგერიებლად გამოიყენეს.
ამასთან, წყაროების ცნობით, ინციდენტის შემდეგ ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს დრონების ფრაგმენტები არ აღმოუჩენიათ.
როგორც გამოცემა წერს, არსებობს ეჭვი, რომ ბაზაზე მომხდარ ინციდენტთან შესაძლოა ირანი იყოს დაკავშირებული.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ინციდენტი 13 ნოემბერს, RAF Lakenheath-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მოხდა.
„ვითარება სწრაფად განიმუხტა და RAF Lakenheath-ი უსაფრთხოების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

