1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა – ირაკლი ღარიბაშვილი
გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა – ირაკლი ღარიბაშვილი

გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა – ირაკლი ღარიბაშვილი

457
0

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემებით, რაც ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გამოდის, რომ 5 თვეში ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია ევროპაში.

„ეს მართლაც უპრეცედენტო არის ევროპაში, იმ ფონზე როცა ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ევროპა რეცესიას განიცდის და ზოგადად, პრობლემა არის ყველგან. უკრაინის ომის ფონზე გამოწვევები ყველა ქვეყანას აქვს. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით წელს პირველ კვარტალში რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი არის გამყარებული. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა. რა თქმა უნდა, ამას შევინარჩუნებთ, ახლა კიდევ უფრო მაღალი ტემპით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. რა თქმა უნდა, არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს. პირიქით, გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში, სტაბილურობა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ამ დაკვეთას ყველა ერთად შევასრულებთ“, – განაცხადა პრემიერმა.