1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკავშირდება თუ არა ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობა ნიკო კვარაცხელიას საქმეს
უკავშირდება თუ არა ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობა ნიკო კვარაცხელიას საქმეს

უკავშირდება თუ არა ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობა ნიკო კვარაცხელიას საქმეს

511
0

ბაგებში, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი.

 ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლევან კაჭარავას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავა შესაძლოა ნიკო კვარაცხელიას საქმის იმ ეპიზოდთან იყოს კავშირში, როდესაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულები, დაკავებამდე სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, მათი მეზობელ ქვეყანაში  გადაადგილება კი, მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, შესაძლოა  სწორედ ლევან კაჭარავამ („ტი­ლი­კა“)დააფინანსა.

არსებული ინფორმაციით, ლე­ვან კა­ჭა­რავა რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და (მა­მის ორ­მოც­ზე) და ბოლო დროს დაც­ვის გა­რე­შე არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

“როგორც ჩანს, გია კვარაცხელია მოქმედებაზე გადავიდა. ცნობილია, რომ “ტილიკა” ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გია კვარაცხელიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდოს“, – აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბრისას წყარო.

  ამ ვერსიას ყველა მხარე გამორიცხავს, როგორც დაზარალებული, ასევე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული, გიორგი კავილაძის ადვოკატი.

“გამოგონილია ეს ინფორმაცია იმდენად, რამდენადაც რაიმე სახის ან ინფორმაცია ან ფაქტი ან დოკუმენტი არ მაქვს. რაც შეეხება განვლილი პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვას და თუნდაც სომხეთში ჩასვლას და შემდეგ თბილისში ჩამოსვლას, ჩემი დასაცავი პირი არის გიორგი კავილაძე, ორი დღის განმავლობაში, ორ-ორი საათი იკითხებოდა სახელმწიფო ბრალდების მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სახის კითხვა, რომელიც შეიძლებოდა სახელმწიფო ბრალდებას გასჩენოდა, იქ დაისმებოდა. მსგავსი რამ საერთოდ არ დასმულა კითხვაში და პირველად მესმის სახელი და გვარიც. არც გამიგია,“ – ამბობს ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.

  ვერსიას, რომ ლევან კაჭარავას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს, გამორიცხავს მოკლული ბიზნესმენის ლევან კაჭარავას ოჯახიც.

 ლევან კაჭარავას დედის, ელენე მხეიძის განცხადებით, მისი შვილი ქილერმა მოკლა.

როგორც ბიზნესმენის დედა ამბობს, ლევან კაჭარავას მტერი არ ჰყოლია. ის ვარაუდობს, რომ დაქირავებულმა მკვლელმა საქართველო უკვე დატოვა.

„მე გეუბნებით, რომ ეს საქართველოს ამბავი არ არის. სამსახურეობრივი ნამდვილად არ არის. ვინმე რომ დავადანაშაულო, თქვენ მოგეწონებათ? მე შემიძლია გითხრათ, როგორც თვითონ ექიმმა, ეს არის დაქირავებული ქილერი, ის უკვე საქართველოში ალბათ არ არის”, – განაცხადა მხეიძემ.

  კითხვაზე, თუ სად იმყოფებოდა კაჭარავას მძღოლი და რატომ გადაადგილდებოდა ის სხვა პირთან ერთად მანქანით, ლევან კაჭარავას დედა ასე პასუხობს: “ცოლი გასვენებაში იყო წასული და მასთან სხვა იყო. თანამშრომელიაო, ასე მითხრეს. მისი მძღოლი კახა არ იყო საჭესთან და სწორედ ამაშია საქმე, კახა არის ორგანოს ყოფილი მუშაკი. ვინ იყო გუშინ არ ვიცი, თანამშრომელიაო. ის დაკითხვაზე იყო. სად მოხვდა ტყვია, თავში, კისერში თუ სად, არ ვიცი. ლევანს სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. საქართველოში მას მტერი რომ არ ჰყავდა, ეს შემიძლია გითხრათ 100%-ით”,- განაცხადა მხეიძემ.

ბიზნესმენის დეიდაშვილი, სალომე კობალაძე აცხადებს, რომ მათ მკვლელობის კონკრეტული ვერსია არ აქვთ.

„კონკრეტული ვერსია არ გვაქვს, ვერც ვფიქრობთ, ვის შეიძლება ასეთი ორგანიზებული დანაშაული ჩაედინა, ასეთი კონკრეტული მტერი ან ცუდის მსურველი არავინ ჰყავს. საერთოდ არანაირ შეხებაში არ არის ლევანი იმ ხალხთან. არასდროს არ გადაადგილდებოდა დაცვით. ჰყავდა ერთი მძღოლი, რომელიც სამწუხაროდ, გუშინ ადგილზეც კი არ იყო და რაც შეეხება კაკულიებს და ნიკო კვარაცხელიასთან ბმაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ ყოფილა. ლევანი არ იყო ის ადამიანი, რომელიც საერთოდ ამ თემას არა თუ დააფინანსებდა, არამედ ჩაერეოდა რამენაირი ხელშეწყობით,” – ამბობს ლევან კაჭარავას დეიდაშვილი სალომე კობალაძე.

  ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე გუშინ საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას საქმეს, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ძმებ კაკულიებს კი არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

  გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმები კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს.