1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 35 000 რუსი სამხედრო მოკლეს
ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 35 000 რუსი სამხედრო მოკლეს

ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 35 000 რუსი სამხედრო მოკლეს

327
0

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 35 000 რუსი სამხედრო მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც გაანადგურა.

„უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს: 1552 ტანკი, 3687 ჯავშანტექნიკა, 771 საარტილერიო სისტემა, 243 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 101 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 184 ვერტმფრენი, 636 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 14 გემი/ნავი, 2575 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 60 ერთეული სპეცტექნიკა და 139 ფრთოსანი რაკეტა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.