17 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმიანი დღეა. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმს. დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი ამინდია. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ნალექს ახალქალაქშიც ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +21, ღამით კი +8 დაფიქსირდება.
ბორჯომში ნალექიანი დღეა, +24 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება წვიმა.
გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 16 ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.
ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ღრუბლიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
