1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გარკვეული ძალები ცდილობენ ტერმინის „კლანი“, „კლანი“, „კლანი“ დამკვიდრებას – დაუშვებელია, როცა სასამართლოზე ვსაუბრობთ, სიტყვა „კლანი“ გამოვიყენოთ

გარკვეული ძალები ცდილობენ ტერმინის „კლანი“, „კლანი“, „კლანი“ დამკვიდრებას – დაუშვებელია, როცა სასამართლოზე ვსაუბრობთ, სიტყვა „კლანი“ გამოვიყენოთ

გარკვეული ძალები ცდილობენ ტერმინის „კლანი“, „კლანი“, „კლანი“ დამკვიდრებას – დაუშვებელია, როცა სასამართლოზე ვსაუბრობთ, სიტყვა „კლანი“ გამოვიყენოთ
28
0

გარკვეული ძალები ცდილობენ ტერმინის დამკვიდრებას „კლანი“, „კლანი“, „კლანი“ – დაუშვებელია, როდესაც ჩვენ სასამართლოზე ვსაუბრობთ, სიტყვა „კლანი“ გამოვიყენოთ, იმიტომ, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფის გაერთიანებაა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სასამართლო სისტემაში არსებულ ე.წ. „კლანთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მიზანმიმართული მცდელობაა იმისა, რომ მსგავსი ტერმინოლოგია დამკვიდრდეს, თითქოს სასამართლოში „ჩაბუდებულები არიან დამნაშავეები“.

მინისტრის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სისტემაზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, სასამართლო სისტემამ 2012 წლიდან დღემდე, რამხელა ევოლუციური განვითარება გაიარა.

„ზოგადად, სამწუხარო ტენდენციას ვაკვირდებით, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ შემდეგი ტერმინის დამკვიდრებას და ეს არის “კლანი”, “კლანი”, “კლანი” – სასამართლოში არსებული „კლანი“. დაუშვებელია, როდესაც ჩვენ სასამართლოზე ვსაუბრობთ, სიტყვა „კლანი“ გამოვიყენოთ, იმიტომ, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფის გაერთიანებაა. თუ სადმე დამნაშავე არსებობს, რომელიც აცხადებს, რომ არის და თავად არ ერიდება ამ პოზიციის დაფიქსირებას და ამბობს, რომ არის დამნაშავე, კი ბატონო, მას შეიძლება „კლანი“ უწოდონ. ცნობილია მაგალითად, „მაფიოზური კლანი“ და ა.შ., მაგრამ როდესაც ჩვენ სასამართლოზე ვსაუბრობთ, მე მინდა მოგიწოდოთ თქვენც, როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ მეტი პატივისცემით ვისაუბროთ, იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და ბუნებრივია, ჩემთვის პირადად, ამ ტერმინის გამოყენება დაუშვებელია და შესაბამისად, კატეგორიულად დაუშვებელია სასამართლოზე მსგავსი რიტორიკით საუბარი. ტერმინი „კლანის“ გამოყენება დაუშვებელია.

ეს არის მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ მსგავსი ტერმინოლოგია დამკვიდრდეს, თითქოს იქ ჩაბუდებულები არიან დამნაშავეები და ა.შ. და როდესაც ჩვენ დღევანდელ სასამართლო სისტემაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რამხელა ევოლუციური განვითარება გაიარა სასამართლო სისტემამ 2012 წლიდან მოყოლებული. როდესაც ვინმე სასამართლო სისტემაზე საუბრობს, მთელი ეს განვითარება გაანალიზებული უნდა იყოს, რამხელა რეფორმები ჩატარდა, რამხელა დამოუკიდებლობა მოიპოვა,“ – განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, არის თუ არა მურუსიძე დამნაშავე, რატი ბრეგაძე პასუხობს, რომ მსგავსი კითხვა მისთვის მიუღებელია.

„როდესაც თქვენ მე ახლა, როგორც ჟურნალისტი მისვამთ კითხვას, იმის შესახებ მურუსიძე არის თუ არა დამნაშავე – კი ან არა, ჩემთვის ეს, მსგავსი ტიპის კითხვა, დაუშვებელია. როდესაც თქვენ მსგავსი ტიპის შეკითხვას სვამთ, ამ შემთხვევაში ჩემი რჩევა იქნება, რომ საქართველოს კონსტიტუციას ჩახედოთ, სადაც განმტკიცებული არის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი. მსგავსი ტიპის კითხვა არც უნდა დამისვათ,“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.