1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
469
0

ვერძი

ინტუიცია და გამოცდილება ფინანსების სწორად მართვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია ობიექტურად შეაფასოთ და ურთიერთობაში მეტი ტაქტი გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ შეუსრულებელი პირობა პრობლემებს შეგიქმნით.

კურო

ამ დღემ შეიძლება ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია მოიტანოს, რაც თქვენი მხრიდან ტაქტისა და გამძლეობის გამოჩენას მოითხოვს. სახლში სიმშვიდე და კეთილდღეობა სუფევს. ეცადეთ, ბავშვებს თვალი არ მოაცილოთ და დიდხანს მარტო არ დატოვოთ. თუ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, გირჩევთ, მარილიანი და ცხარე საკვები შეამცირეთ.

ტყუპები

ცვლილებითა და სიახლეებით სავსე დღეა. გირჩევთ, მთელი ენერგია იმ საქმეებისკენ მიმართოთ, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. შესანიშნავი განწყობა და მებრძოლი სულისკვეთება დაწყებული პროექტის წარმატებით დასრულებასა და თვითდამკვიდრებაში დაგეხმარებათ. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

კირჩხიბი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებით განებივრებული ხართ. გახსოვდეთ, რომ სიზარმაცემ და უყურადღებობამ შეიძლება, თქვენი ყველა მიღწევა წყალში ჩაყაროს. განათლების სფეროში დასაქმებულ კირჩხიბებს მოგებიანი ხელშეკრულება და სოლიდური პრემია ელით.

ლომი

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ, თუმცა ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. ეცადეთ, საკუთარი ოცნებები რეალობას შეუსაბამოთ. მოერიდეთ მეზობლებთან დავას, რომელიც შეიძლება თქვენთვის საზიანოდ დასრულდეს. მოსალოდნელია შეხვედრები გავლენიან ადამიანებთან.

ქალწული

ეცადეთ, ამ დღეს ყველასთვის უხილავი გახდეთ და ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ. გირჩევთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ. განსაკუთრებით ცხარე და მარილიან კერძებს უნდა მოერიდოთ. ახალი იდეა შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს.

სასწორი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. მოერიდეთ ნაჩქარევი დაპირებების გაცემას, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროს მოერიდეთ მბრძანებლობას, რომ კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

მორიელი

შესანიშნავი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას და საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. ბოლოდროინდელი მიღწევების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, სამსახურში ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, ყველანაირი საქმე დაივიწყოთ და თუნდაც ერთი დღით, თავი მთლიანად გრძნობებს მიუძღვნათ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, მიიღოთ მოგება საქმიდან, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ფინანსების მართვა თქვენი სტიქიაა, მაგრამ მუდმივად ცდუნებებს ებრძვით. ეცადეთ, ფული უფრო გონივრულად ხარჯოთ და ფინანსურ პრობლემებს თავიდან აიცილებთ. არახელსაყრელი დღეა აქტიურობისთვის, ამიტომ უბრალოდ მოდუნდით და დაისვენეთ.

მერწყული

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯებისთვის მზად უნდა იყოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ზეწოლას და უხეშობას უნდა მოერიდოთ, რადგან ეს თქვენს კავშირს საბოლოოდ დაასრულებს. სამსახურში შეიძლება სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა გელით.

თევზები

შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიოთ. დროა, მენიუში ხორცი ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. მიმდინარე საქმე ადვილი, მაგრამ ძალიან მოგებიანია. შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, მიიღოთ მოგება საქმიდან, რომელშიც დიდი ენერგია ჩადეთ.