21 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე ბიბლიური გამოთქმა გამოიყენა — „ვინცა მახვილი აღიღოს, მახვილითვე შეიმუსროს!“ — და დემოკრატებს საპასუხო მოქმედებით დაემუქრა.
განცხადება Politico-ს პუბლიკაციას მოჰყვა, რომლის თანახმად, დემოკრატები 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, კონგრესში უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მასკისა და მისი კომპანიების საქმიანობის გამოძიებას გეგმავენ.
შესაძლო გამოძიების საკითხებს შორისაა მასკის როლი სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტში (DOGE), SpaceX-ისა და Tesla-ს სახელმწიფო კონტრაქტები, ინტერესთა შესაძლო კონფლიქტები და უკრაინისთვის Starlink-ის მომსახურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.
მასკმა განაცხადა, რომ გაარკვევს, სინამდვილეში ვინ დგას მის წინააღმდეგ დაწყებული მოქმედებების უკან და სწორედ მათ მიაკითხავს — არა მხოლოდ მათ „მარიონეტებს“. მისმა მუქარამ ამერიკულ მედიაში ფართო გამოხმაურება გამოიწვია.
