1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. “დღეს თბილისი მაიდანი იწყება!”- “თბილისი პრაიდის” დამფუძნებელი
“დღეს თბილისი მაიდანი იწყება!”- “თბილისი პრაიდის” დამფუძნებელი

“დღეს თბილისი მაიდანი იწყება!”- “თბილისი პრაიდის” დამფუძნებელი

337
0

„თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი დღეიდან, თბილისში მაიდანის დაწყებას აანონსებს.

„დღეს თბილისი მაიდანი იწყება! ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში. იმედია, გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს.

საქართველოს ხელისუფლებავ, თქვენი დრო ამოიწურა! აიღე პასუხისმგებლობა წარუმატებლობაზე და გადადექი“, – წერს თაბაგარი.

აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ ერთდროულად თბილისსა და რეგიონებში გაიმართება. დედაქალაქში სტარტს ის საღამოს, პარლამენტის შენობიდან აიღებს და მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაგრძელდება, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება. აქცია „სირცხვილიასა“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.