1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ყველა აქციას ვუერთდები, რომლის მოთხოვნაც ქვეყნის ევროპული არჩევანია – ალეკო ელისაშვილი
ყველა აქციას ვუერთდები, რომლის მოთხოვნაც ქვეყნის ევროპული არჩევანია – ალეკო ელისაშვილი

ყველა აქციას ვუერთდები, რომლის მოთხოვნაც ქვეყნის ევროპული არჩევანია – ალეკო ელისაშვილი

313
0

ყველა აქციას ვუერთდები, რომლის მოთხოვნაც ქვეყნის ევროპული არჩევანია. დღევანდელ აქციაზე ევროპასაც და ხელისუფლებასაც უნდა დავანახოთ, რომ არ გვინდა, ჩელიაბინსკის გარეუბნად ვიქცეთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

„რუსეთის ნაწილი ძალიან დიდი ხანი ვიყავით, ხან ცარისტული რუსეთის ნაწილი ვიყავით, ხან კომუნისტური. ეს აღარ გვინდა და დღევანდელ აქციაზე უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი წინაპრების არჩევანია – ევროპა. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. აქამდე ღობე-ყორეს ვედებოდით, ვის რა უნდოდა, გვინდოდა, ვერ ვარკვევდით. ოპოზიციისთვის სამოქმედო გეგმა მარტივად განისაზღვრა. ხელისუფლებას ან წლის ბოლომდე შევასრულებინებთ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პუნქტს, ან არასდროს. ოპოზიციის მთელი ძალისხმევა ამისკენ უნდა იყოს მიმართული. ძალისხმევას ან ამ გეგმის შესრულებას ვახმართ, ან იწილო-ბიწილოს ვიწყებთ. ფაქტია, უკრაინამ და მოლდოვამ გვაჯობეს და ჩვენ ჩავფლავდით.

ამიტომ, იმიტომ, ეს ასეა, ის ისეა. ჩვენს ხელისუფლებას რომ არ ეკეთებინა ის, რაც განსაკუთრებით ევროპასთან და ევროკავშირთან მიმართებით აკეთა, ასე არ ჩავფლავდებოდით და მოლდოვასა და უკრაინასავით წელგამართული ვიქნებოდით. ახლა თვითგვემისა და ევროპაზე ხელის ჩაქნევის დრო არ არის. რა არის არჩევანი? – შევუერთდეთ რუსეთს? ღმერთმა დაგვიფაროს, ეს არ უნდა დავუშვათ. კარგად უნდა შევაჯანჯღაროთ საკუთარი თავიც და ხელისუფლებაც. გვაქვს ძალიან მკაფიო დავალებები და მკაფიო დრო – კონკრეტულ 12 პუნქტს თუ შევასრულებთ, ჩვენ გვეხსნება შესაძლებლობა, მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. დაკარგული არაფერი არ არის, ახლა ხელები უნდა დავიკაპიწოთ და მონდომებით ვიმუშაოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.