1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” აქცია, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი”- კახა კალაძე
” ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” აქცია, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი”- კახა კალაძე

” ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” აქცია, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი”- კახა კალაძე

286
0

ეს აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის” აქცია, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ხალხი ყველაფერს ხედავს და ხვდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე დღეს თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ აქციას „შინ ევროპისკენ“.

მისი განცხადებით, ხელისუფლება მზად არის დაასრულოს პოლარიზაცია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.

“მე იმის ილუზია და წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში შესაძლებელია დეპოლარიზაცია მოხდეს. ყველა ოპოზიციურ პარტიაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ დიდი ნაწილი არის ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი. მათი მთავარი მიზანი და ამოცანაა, როგორმე შეაჩერონ ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამის საშუალება ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად არავის უნდა მივცეთ. ქვეყნის წარმატება მარტო ხელისუფლებაზე ხომ არ არის დამოკიდებული?! უნდა იყოს ჩართული საზოგადოება და ოპოზიცია, პოლარიზაციის დასრულება ცალმხრივად ვერ მოხდება. ხელისუფლება მზად არის დაასრულოს პოლარიზაცია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი, მათი მხრიდანაც უნდა იყოს გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ვხედავთ მათ განცხადებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, დაანონსებულ აქციებს და ა.შ. მეგობრებო, არავის არაფერი გამოუვა. ხელისუფლების ცვლილებები ქვეყანაში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება. ვინც შეეცდება არაკანონიერი გზით განახორციელოს რევოლუცია, ხელისუფლების დამხობა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

 
ეს აქცია არის “ნაციონალური მოძრაობის” აქცია, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ხალხი ყველაფერს ხედავს და ხვდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან”,- განაცხადა კალაძემ.