ქართველ რეჟისორს, ლევან კოღუაშვილს კინემატოგრაფიაში გამორჩეული შემოქმედებითი ხედვისა და კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის Golden Globes Trailblazer Award-ი - „ოქროს გლობუსის" პიონერის ჯილდო გადაეცემა.

 

ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, დაჯილდოება, Golden Globes Silk Road Tribute Gala-ს ფარგლებში, 2026 წლის 23-24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება.

 

საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში აცხადებენ, რომ ულოცავენ ლევან კოღუაშვილს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.