პატიმრობაში მყოფი,  ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ციხიდან  სარკაზმულ საახალწლო მილოცვას  ავრცელებს.

მართალია, ასტროლოგიისა და სხვა ფსევდომეცნიერებების არ მჯერა, მაგრამ სიმბოლოებს მაინც გამოვიყენებ.

ჩინური კალენდრით 2023 წელი კატა-კურდღლის წელი ყოფილა. ეს მითური ცხოველია, რეალობაში კი ან კატაა, ან კურდღელი. ერთად არ გამოდის.

ჩვენს თავს, ქართულ საზოგადოებას, ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს - ბოლოს და ბოლოს კატა მცირე ლომია და თან 9 სიცოცხლე აქვს. კურდღლობას არ ვუსურვებ - თავზე ხელს კი გადაუსვამენ ხოლმე, მაგრამ, მხოლოდ ჭამისთვის დაბადებულს, ბოლოს (მოკლე ვადაში) აუცილებლად დაკლავენ და შეჭამენ.

აქვე, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და თავისუფლებას.

'

თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან"  - წერს ნიკა გვარამია.