1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

358
0

ვერძი

თუ თქვენი იდეების არსს სხვებამდე სწორად მიიტანთ, შეიძლება საკუთარი თავისა და სხვებისთვის უამრავი სასარგებლო რამ გააკეთოთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები არნახულ სიმაღლეებს მიაღწევს. საკუთარი იდეების განხორციელებას მხოლოდ მოთმინებისა და დიპლომატიური უნარების დახმარებით შეძლებთ.

კურო

შექმნილი ვითარება საშუალებას არ გაძლევთ, რომ მოდუნდეთ და ის აკეთოთ, რაც მიზანშეწონილად მიგაჩნიათ. ნებით თუ უნებლიეთ, თამაშის ამ წესების მიღება მიღება მოგიწევთ და დღის ბოლომდე ეს შეიძლება მოგეწონოთ კიდეც. ამ პროცესში გაოცებული აღმოაჩენთ, რომ თქვენი ტვინი საოცრად მკაფიოდ მუშაობს და მოქმედების ისეთ ვარიანტებს გთავაზობთ, რომლებზეც აქამდე არასოდეს გიფიქრიათ.

ტყუპები

თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშია! უფრო სწორად – თავში. ვარსკვლავები ამტკიცებენ, რომ ტყუპებს აზროვნების ძალით სამყაროს შეცვლა შეუძლიათ. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე ხართ და ყველა საქმე გამოგივათ. ახლა მთავარია სწორად იფიქროთ, რადგან შეიძლება არა მხოლოდ პოზიტიური იდეების, არამედ ნეგატიური აზრების განხორციელებაც ადვილად გამოგივიდეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს გარკვეული პრობლემები გაქვთ დისციპლინის მხრივ – რატომღაც სწორედ ახლა მოგინდათ, რომ ცხოვრების ერთფეროვანი რიტმი დაარღვიოთ. გირჩევთ, ამ იმპულსს არ შეეწინააღმდეგოთ. მას შეუძლია თქვენს ცხოვრებაში ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები მოიტანოს. ასევე შეიძლება ახალი პროექტების საწყისად იქცეს, რომლებსაც წარმატების ყველა შანსი აქვთ.

ლომი

ამ დღეს ერთ რამეზე ფოკუსირება გიჭირთ, რადგან ირგვლივ უამრავი საინტერესო რამ ხდება – ახალი შთაბეჭდილებები, ადამიანები, იდეები, გეგმები, საქმეები… ლომის კონცენტრირების უნარი მინიმუმთან ახლოსაა, სამაგიეროდ, ნებისმიერი ახალი ტენდენციებისა და იდეების მისაღებად მზად ხართ.

ქალწული

ქალწული შესანიშნავ საბრძოლო ფორმაშია, რასაც გარშემომყოფები სათანადოდ დააფასებენ, რადგან ქალწული ბრძოლას მათთან აპირებს. თუმცა თქვენი გადმოსახედიდან ყველაფერი პირიქითაა – სწორედ გარშემომყოფები გაიძულებენ თავის დაცვას. მაგრამ ფაქტია, რომ ნაკლებად აქცევთ ყურადღებას სხვა ადამიანების ინტერესებს და მოსაზრებებს.

სასწორები

თქვენი გონება ღია და თავისუფალია შაბლონებისგან, ამიტომ შესაძლებელია, თავში ნამდვილად ღირებული და მნიშვნელოვანი იდეა მოგივიდეთ. მთავარია, მისი შემჩნევა და წვრილმანებისგან გამორჩევა შეძლოთ. როგორც ვარსკვლავები ამბობენ, ეს მარტივი არ იქნება.

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე პატარა პრობლემა იმდენად გაგიტაცებთ, რომ სხვას ვეღარაფერს ხედავთ. აკვიატებული მელოდია, საინტერესო კითხვა და ძლიერი ემოციები თავგზას გირევთ და ხელს გიშლით, რომ ყურადღება მართლაც მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანოთ. ამას თავისი უპირატესობებიც აქვს – საგნებისა და მოვლენების უმცირეს წვრილმანებამდე შესწავლა მნიშვნელოვან საქმეში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ადამიანები, ვის აზრსაც პატივს სცემთ და ითვალისწინებთ, თქვენს ახალ იდეებს და არასტანდარტულ ხედვას აღიარებენ. დროთა განმავლობაში ეს პოზიციების განმტკიცებასა და სოციალური სტატუსის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ასე რომ, მშვილდოსნებო, დროს ნუ დაკარგავთ. თუ თქვენი ინტელექტის დემონსტრირება გსურთ, თამამად იმოქმედეთ.

თხის რქა

საოჯახო მეურნეობის, სახლის ან აგარაკის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით თავში შესანიშნავი იდეა მოგივათ, რომელიც გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. ვინაიდან ასეთ საქმეებს მარტო ვერავინ უმკლავდება, პროექტში ოჯახის წევრების ჩართვას გადაწყვეტთ. თქვენი მბრძანებლური დამოკიდებულება საყვარელ ადამიანებს დისკომფორტს უქმნის. საქმე საქმედ, მაგრამ მბრძანებლობა რა საჭიროა?

მერწყული

თქვენს სახლსა და სამუშაო მაგიდაზე საშინელი არეულობაა და მისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო ახლოვდება და გარშემო ქაოსი მხოლოდ ამ პროცესების ანარეკლია. ახალმა იდეებმა იმდენად გაგიტაცათ, რომ სახლის ბანალურ დალაგებაზე დროის დაკარგვა არ გსურთ, თუმცა, ამის გაკეთება მაინც არ გაწყენდათ.

თევზები

ფინანსებთან დაკავშირებით ძალიან მაცდური შესაძლებლობა გელით და თუ უარს იტყვით, დიდხანს ინანებთ. შესაძლოა, ახალმა პროექტმა ძველი გეგმების შეჩერება მოითხოვოს. თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ახალი გეგმები ძველებზე უფრო ეფექტურია, უნდა გარისკოთ.