ვერძი
ნუ იბრძოლებთ ისეთი ურთიერთობის გადასარჩენად, რომელსაც მხოლოდ თქვენ უფრთხილდებით - ამით შეიძლება ახლობლებსა და მეგობრებს დაშორდეთ, რომლებთანაც უამრავი წელი გაკავშირებთ. საკმაოდ დაძაბული დღეა, რომელიც საკუთარი იდეებისა და შეხედულებების აქტიურ დაცვას მოითხოვს. ყოველდღიურ ურთიერთობებში ან პარტნიორთან საუბრისას მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები. სამსახურში გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ - ჯობია, ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ და მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ. ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად შესანიშნავი დროა - პარტნიორთან მომგებიანი გარიგების დადებას შეძლებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება ან არაკეთილმოსურნეთა აგრესია. ასევე, იმატებს ცილისწამებისა და პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკი.
კურო
ამ დღეს დაწყებულმა მსუბუქმა ფლირტმა შეიძლება უსიამოვნო ინტრიგაში ჩაგითრიოთ. გირჩევთ დასვენების დღეს რამე საინტერესო წიგნი წაიკითხოთ ან ფილმს უყუროთ, რომელიც დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ. დღის პირველ ნახევარში ნაცნობ საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით, ახალ წამოწყებებში კი მცირე დაბრკოლებები გელით. ნუ იჩქარებთ - გამოცდილება, რომელსაც უახლოეს ხანში მიიღებთ, მომავალში კიდევ ბევრჯერ გამოგადგებათ. ფინანსურ საკითხებში მეტი ყურადღება გმართებთ - დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა შეიძლება მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მოგიტანოთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას. ვარსკვლავები გირჩევენ, შვებულება აიღოთ - ახალი შთაბეჭდილებები ძალების აღდგენაში და დასვენებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
მარსი ვენერასთან სტაბილურ კვადრატს ქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში ჯერჯერობით სიწყნარეა. ცხოვრების მეგზურთან ურთიერთობაში მეტი გონიერება გამოიჩინეთ! მუდმივმა კამათმა და ურთიერთპრეტენზიებმა შეიძლება ერთმანეთს დაგაპირისპიროთ. სამუშაოსა თუ ბიზნესთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება აუჩქარებლად და აუღელვებლად უნდა მიიღოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასურველი ცვლილებები. დროებით წარუმატებლობასა და დაბრკოლებებს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ - ფორტუნა ცვალებადია და მალე მზე თქვენს ქუჩაზეც გამოანათებს. საღამოს თითქოს ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ, თუმცა ეს ხელს არ შეგიშლით, დღისთვის დაგეგმილ ყველა საქმეს წარმატებით გაუმკლავდეთ.
კირჩხიბი
მარტოხელებო ყურადღებას ნუ მოადუნებთ - თქვენი სიყვარული სადღაც ახლოსაა, ხოლო თუ უკვე ოჯახი გაქვთ, მთელი ყურადღება ახლობლებს უნდა დაუთმოთ. გამოიჩინეთ ინიციატივა საკითხებში, რომლებსაც თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენი პატიოსნება და კეთილსინდისიერება აუცილებლად დაფასდება, რაც გუნდში თქვენს ავტორიტეტს საგრძნობლად აამაღლებს. ფულთან და საბუთებთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ - მუდამ თან გქონდეთ და უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ვარსკვლავები ჯანმრთელობისთვის გარკვეულ საფრთხეზე მიანიშნებენ, ამიტომ ფიზიკურ გადაღლასა და რისკის შემცველ სამუშაოს მოერიდეთ. ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.
ლომი
სავარაუდოდ, წინ ხანმოკლე გატაცება გელით, რომელიც სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ. თქვენმა ჩვევამ - უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი ყურადღება მიაქციოთ, შეიძლება პარტნიორის გაღიზიანება გამოიწვიოს და დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ. გამორიცხული არ არის, მეგობრებისა თუ ნათესავების დახმარებით ფინანსური შემოსავალი მიიღოთ. თუ სამსახურში ხელმძღვანელმა დამატებითი მოვალეობები დაგაკისრათ, შეახსენეთ, რომ ზედმეტი შრომა უნდა ანაზღაურდეს! დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლეებს ელოდეთ! საუკეთესო პერიოდია შენაძენებისა და პირად ცხოვრებაში სიახლეებისთვის. მოერიდეთ გადაჭარბებულ კვებასა და ალკოჰოლს - ეს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
ქალწული
ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი მზრუნველობა და გაგება გამოიჩინოთ. გაიხსენეთ ყველაფერი როგორ დაიწყო, სანთლების შუქზე ვახშამი მოაწყვეთ ან ღამის ქალაქში ისეირნეთ. ფუჭმა იმედებმა და ის შეცდომამ შეიძლება საქმიან კავშირებზე უარყოფითად იმოქმედოს. სამაგიეროდ, მიღწეული წარმატებები თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება ან კარიერულ წინსვლას მოგიტანთ. ნებისმიერ საკითხში საღ აზრსა და შინაგან ხმას ენდეთ. ნუ აჰყვებით განწყობას, რომელმაც შეიძლება თქვენი საქმიანი ალღო დაჩრდილოს და ფინანსური ზარალი მოგიტანოთ. სასიცოცხლო ენერგია საგრძნობლად იმატებს - ეს დღე შეგიძლიათ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას დაუთმოთ. ქალწულების უმრავლესობა ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებში სასურველ შედეგს მიაღწევს.
სასწორი
ნუ ელოდებით ერთგულებას ადამიანისგან, რომელსაც თქვენს მიმართ მხოლოდ სიმპათია აქვს და ნამდვილ ვნებას არ განიცდის. პლანეტები მოგცემენ შანსს, რომ განიხილოთ საკითხები, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევთ და ფარულ პრობლემებს წერტილი დაუსვათ. თუ ბოლო დროს სამსახურში საქმეები ისე არ მიდის, როგორც გსურთ, თვითგვემას ნუ მიეცემით - არის რაღაცები, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. ფინანსურ საქმეებში იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა სარისკო წამოწყებებს და საეჭვო ავანტიურებში მონაწილეობას უნდა მოერიდოთ. თუ ბოლო დროს უძილობა და დაღლილობა გაწუხებთ საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება ძალიან დაგეხმარებათ.
მორიელი
საყვარელ ადამიანთან თქვენს კავშირს საფრთხე ემუქრება - ძველმა წყენამ და ურთიერთბრალდებებმა შეიძლება ურთიერთობაში დიდი ბზარი გააჩინოს. საქმეები, რომლებიც გაღიზიანებთ ან რთულად გეჩვენებათ, სამომავლოდ გადადეთ. სამსახურში და ოფიციალურ შეხვედრებზე ნერვებს გაუფრთხილდით - გამორიცხული არ არის, რომ ვინმემ თქვენი პროვოცირება და კონფლიქტში ჩათრევა სცადოს. მდიდარი ის კი არ არის, ვისაც ბევრი ნაღდი ფული აქვს, არამედ ის, ვისაც არსებულიც ჰყოფნის. ყურადღება მიაქციეთ რას და რამდენს მიირთმევთ და ეცადეთ მენიუში ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა შეამციროთ.
მშვილდოსანი
სადღაც თქვენ გვერდით დადის ადამიანი, რომელსაც თქვენი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლია! ამ ფაქტს ნუ უგულებელყოფთ, განსაკუთრებით, თუ მეორე ნახევარს აქტიურად ეძებთ. ოჯახში შეიძლება ფინანსური პრობლემების გამო უთანხმოებამ თავი იჩინოს. თუ მიზანმიმართულად იმოქმედებთ, დღე ძალიან წარმატებულად დასრულდება. გამორიცხული არ არის, რომ მალე გუნდში ურთიერთობები გაუმჯობესდეს და სამუშაო ადგილზე თავი ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნოთ. ეცადეთ, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოთ. იმისათვის, რომ პრობლემის სიღრმე სრულად გაიაზროთ, გირჩევთ შექმნილ სიტუაციას სხვა თვალით შეხედოთ. სასიამოვნო სიახლე, რომელსაც უახლოეს ხანში შეიტყობთ, განწყობას გაგიუმჯობესებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კალორიულ საკვებს მოერიდოთ, რათა ზედმეტი კილოგრამები არ აკრიფოთ.
თხის რქა
ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს შეცდომების აცილება გაგიჭირდებათ, რისი მთავარი მიზეზიც თქვენი ფეთქებადი ხასიათი და მოუთმენლობა გახდება. მქვენი მთავარი მტერი სიზარმაცეა, რომელიც დაწყებული საქმის დასრულებაში ხელს გიშლით. ეცადეთ სამუშაო სამომავლოდ არ გადადოთ, რადგან დაგროვილ საქმეებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. ამ დღეს შეიძლება ახლობელმა ადამიანმა ეგოისტი გიწოდოთ, თუმცა მშვენივრად იცით, რომ იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც ამას არ იმსახურებენ, აზრი არ აქვს. შესაძლოა, ახალი, საინტერესო იდეა გეწვიოთ, რომელიც მომავალში დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. რომ არ გაცივდეთ, ეცადეთ ამინდის შესაბამისად ჩაიცვათ.
მერწყული
სასიყვარულო საქმეებში დიდი წარმატება გელით - ამ დღეს უამრავ სასიამოვნო ქათინაურს მოისმენთ. ნათესავებთან საუბარში მწვავე, უსიამოვნო თემებს მოერიდეთ და კრიტიკულ შენიშვნებს მშვიდად შეხვდით. პირად ცხოვრებაზე საუბარს მოერიდეთ, რომ ჩასაფრებულ ადამიანებს ჭორებისა და მითქმა-მოთქმის საბაბი არ მისცეთ. მთლიანობაში, მატერიალური მდგომარეობა სტაბილურია, ამიტომ საყოფაცხოვრებო თუ ფინანსური პრობლემები ოჯახურ ჰარმონიას ვერ დაარღვევს. თუ არტერიული წნევის ცვალებადობა გაწუხებთ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ - ამ სიმპტომების უგულებელყოფა არ შეიძლება.
თევზები
ცოტა ხნით განმარტოვდით და საკუთარ შეცდომებსა თუ პარტნიორის საქციელზე დაფიქრდით. შესაძლოა, თქვენს რჩეულს ეჭვიანობის მიზეზი თავად მიეცით და ეცადეთ ვითარება გამოასწოროთ. ამ დღეს იღბალი გაგიღიმებთ! პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს სამსახურსა თუ ოჯახურ ურთიერთობებში გქონდათ, საბოლოოდ მოგვარდება. ძველ პროექტებზე მუშაობამ შესაძლოა სრულიად მოულოდნელი შედეგი მოგიტანოთ - მიდგომებს გადახედეთ და ძველ იდეებს მეორე შანსი მიეცით. ამ დღეს მოსალოდნელია ფინანსური მოგება იმ პროექტიდან, სადაც ინვესტიცია რამდენიმე თვის წინ ჩადეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შემოსავლის ნაწილი ქველმოქმედებას დაუთმოთ. აქტიური ცხოვრების წესი არა მხოლოდ ძალას გმატებთ, არამედ ახალგაზრდობის გახანგრძლივებაშიც გეხმარებათ, ამიტომ გამოყავით დრო სპორტისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის.
