1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა ხვდება ადამიანებს, რომლებიც მას რუსეთის აგენტებს უწოდებდნენ” -რატი იონათამიშვილი
“სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა ხვდება ადამიანებს, რომლებიც მას რუსეთის აგენტებს უწოდებდნენ” -რატი იონათამიშვილი

“სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა ხვდება ადამიანებს, რომლებიც მას რუსეთის აგენტებს უწოდებდნენ” -რატი იონათამიშვილი

234
0

სახეზეა, რომ სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა ხვდება იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე მას რუსეთის აგენტებს უწოდებდნენ, გენდერული ნიშნით შეურაცხყოფას აყენებდნენ და პირად შეურაცხყოფაზეც კი გადადიოდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ზურაბიშვილი მივარდნილებს უწოდებს ადამიანებს, ვინც ის პრეზიდენტად აირჩია.

 

ამასთან, როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, როცა პირი მასშტაბური დამნაშავეა, არ ინანიებს  დანაშაულს, ასეთი ადამიანის შეწყალებაზე საუბარი სამართლიანობის პრინციპების შეურაცხყოფაა.

 

„ჩვენ გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ცხადია, როცა მისი პრეზიდენტობის ოთხი წლის შემდეგ ხდება ამ პოზიციის რადიკალური ცვლილება, ეს ლოგიკურად კითხვებს აჩენს. სახეზეა, რომ სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა ხვდება იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე მას რუსეთის აგენტებს უწოდებდნენ, გენდერული ნიშნით შეურაცხყოფას აყენებდნენ და პირად შეურაცხყოფაზეც კი გადადიოდნენ. ახლა სალომე ზურაბიშვილი მივარდნილებს უწოდებს იმ ადამიანებს, ვინც პრეზიდენტად აირჩია და სწორედ ამ ადამიანებმა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი საკუთარ თავზე იგრძნეს. ვფიქრობ, ამ ყველაფრის შემდეგ არსებულ კითხვებს ლეგიტიმური მიზეზები აქვს.

შეწყალება არ არის მხოლოდ უფლება, ეს არის პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, ამ პასუხისმგებლობას ზომავს საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და სამართლიანი პრინციპები. როცა ადამიანი მასშტაბური დამნაშავეა, არ ინანიებს არც ერთ დანაშაულს, პირიქით, მას და მის მხარდამჭერებს კიდევ უფრო კრიმინალური რიტორიკა აქვთ, ასეთი ადამიანის შეწყალებაზე საუბარი სამართლიანობის პრინციპების შეურაცხყოფაა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.