შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის შედეგად, რამდენიმე პირია დაღუპული და დაჭრილი. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. „პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი. ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა […]
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. „მთავარი, რაზეც ევროპულ სასამართლოს უნდა გაეკეთებინა შეფასება, რამდენად ჩატარდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში 2017 წლის დეკემბერში სოფელ დუისში კონტრტერორისტული ოპერაცია. ამ ნაწილში ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა ევროპული კონვენციის დარღვევა. კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს სპეცოპერაციის დროს […]
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. როგორც სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია ნათქვამი, მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ასპექტის დარღვევას. ასევე, პალატამ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი ასპექტის დარღვევას. სასამართლომ […]
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისასვლელად მზად არის, თუმცა დისტანციურ რეჟიმში ჩართვის ხარისხი არ აკმაყოფილებს. კლინიკა „ვივა მედიდან“ გაგზავნილი წერილი, სასამართლო პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დასაწყისში წაიკითხა. „მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს“, – აღნიშნავს სააკაშვილი თავის წერილში. მოსამართლის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმმა ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა. […]
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა. ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დაწყების წინ გახდა ცნობილი. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიეწოდა. მისივე ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1977 წელს დაბადებული ვ.ყ., მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალს, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა. „მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული შანტაჟის […]
ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია და სასჯელი შეუმცირა. საქმე ეხება საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილისა და რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენლის საქმეზე კიდევ რამდენიმე ეპიზოდს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე მაია თეთრაულმა 5 ივლისის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდებულებს სასჯელიც შეუმცირა. კერძოდ, მოსამართლემ მსჯავრდებულები სსკ-ის […]
საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საქმის პროცესზე გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა განაცხადა, რომ იმ დოკუმენტების თანახმად, რომლებსაც ის გაეცნო, სააკაშვილს 2021 წელს, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ბარიატრიული ანუ კუჭის დაპატარავების ოპერაცია არ ჩატარებია. ამის შესახებ გასტროენტეროლოგმა სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. „თქვენ საუბრობთ, რომ სააკაშვილს გაუკეთდა ბარიატრიული ოპერაცია 2017 წელს, თქვენთან არსებული […]
ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ეს ინფორმაცია ბელგიაში საქართველოს საკონსულოს რამდენიმე წუთის წინ შეატყობინეს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია დაღუპულის დედაც. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. „ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა“, – […]
საქართველოს პროკურატურამ ახალციხის „იმედის“ კლინიკის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 მარტს, ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“, ამავე კლინიკის თანამშრომელს, ექთან მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. […]