საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას და ვიდეომასალას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბ.ე დააკავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი […]
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. „დასრულდა განხილვა, შეგახსენებეთ, რომ ჩვენ, დაახლოებით, 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. კარგად ცნობილია საქმის მასალები, შუამდგომლობის ფორმაც, მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაც, შესაბამისად მოგახსენებთ გადაწყვეტილებას, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის, შალვა […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სასამართლოს ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა. „მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცხოვრება და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. ჩემი მდგომარეობა არის გაუარესებული. თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ახლოსაა, გული უნდა იყოს დამარხული […]
პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი საკუთარი ბებიის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობას გეგმავდა და მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის 150 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო […]
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პატიმარ სააკაშვილთან მიმართებით პენიტენციური სამსახურის მხრიდან არავითარი დარღვევა არ ხდება. მისივე თქმით, სააკაშვილი ვერ ეგუება სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. თეა წულუკიანს ჟურნალისტებმა ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა. თეა წულუკიანის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ კანონიერი სასჯელის აღსრულება მიმდინარეობს. „ჩვენ ამ ე.წ. სიებისადმი არ გვაქვს არავითარი აღქმა, […]
საზოგადოებრივი პლატფორმის „დაიცავი მშვიდობა“ ხელმძღვანელი ლევან მამალაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომში მიხეილ სააკაშვილის კომერციული ინტერესები იკვეთება. მამალაძის თქმით, მისმა პლატფორმამ მიმართა საქართველოს პროკურატურას აღნიშნული საკითხის გამოძიების მოთხოვნით და მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში მითითებული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემცველი ფაქტების შესახებ, მათ უწყებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. „გადავწყვიტეთ, რომ დღეს საზოგადოებრივი პლატფორმა „დაიცავი მშიდობის“ სახელით […]
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების – 3000 – 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე […]
“მიხეილ სააკაშვილი საჭმელს ვერ იღებს იმ დაავადებების გამო, რომელიც მას საექსპერტო დასკვნებით დაუდგინდა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით”- ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი კლინკა “ვივა მედის” დირექტორის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „მიხეილ სააკაშვილისთვის ოჯახის წევრებს საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ. ექიმი ითხოვს, ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ“. […]
ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე და დავეცი, – ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა. საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს. სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან ოქმი და კლინიკა “ვივამედიდან” ცნობა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, […]
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვატანგ გომელაურმა საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. შს მინისტრის თქმით, გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი. „ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი და ერთი ჩვენი თანამშრომელია, სამწუხაროდ. 5 ადამიანია დაჭრილი, ერთი-ერთი არის მძიმედ, ოპერაცია უტარდება. ექიმები ვერ გვეუბნებიან რა სიმძიმისაა, არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან […]