1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საგარეჯოში სროლის შედეგად, რამდენიმე პირია დაღუპული და დაჭრილი

საგარეჯოში სროლის შედეგად, რამდენიმე პირია დაღუპული და დაჭრილი

საგარეჯოში სროლის შედეგად, რამდენიმე პირია დაღუპული და დაჭრილი
202
0

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის შედეგად, რამდენიმე პირია დაღუპული და დაჭრილი.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

„პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან  მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა  და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე,  ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონოსძიებებს ატარებენ.  სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილებისა და გარდაცვლილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.