სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა, – ამის შესახებ აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი […]
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ცხოველთა სასაკლაო კუსტარულად ჰქონდათ მოწყობილი, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით, ცხენისა […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას დისტანციურად ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი. პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ამ ეტაპზე, შუამდგომლობას აყენებს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოს წინაშე ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს ექსპერტიზა, რადგან 14 დეკემბერს გავრცელებული კადრები არის საქმეში ახლად გამოვლენილი გარემოება, სადაც შესაძლოა, არის სააკაშვილის მხრიდან სავარაუდო […]
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა, – ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „2016 წლის 27 იანვარს ჩემმა ოფისმა დაიწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი. მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილი, რომლის მიხედვითაც, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებულ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. მოსამართლემ ასევე წაიკითხა „ვივამედიდან“ მიღებული წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ექიმი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძის ხელმძღვანელობით, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, პროცესზე მოწმის სახით ორი ექსპერტი – მარიამ ჯიშკარიანი და გოლდ სმიტი დაიკითხებიან. დაცვის მხარე ასევე დააყენებს შუამდგომლობას სასჯელის მოხსნის ან გადავადების თაობაზე. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატით წარიმართება სასამართლო პროცესი. როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, მოსამართლე გიორგი არევაძემ პენიტენციურ […]
ბელგიაში დააკავეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი და კიდევ ოთხი პოლიტიკოსი, რომლებსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Deutsche Welle-ი იტყობინება. ბრალდების მხარის მტკიცებით, საუბარია სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნის მცდელობებზე, ქრთამის სანაცვლოდ ევროპარლამენტში გავლენა მოეპოვებინა და საკუთარი ინტერესები გაეტარებინა. არსებული ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. Euronews-ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ბრიუსელში 16 მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, პოლიციამ ამოიღო კომპიუტერები, მობილური ტელეფონები […]
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. „ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა […]
სააკაშვილის გათავისუფლება და სასჯელის გადავადება თუ არ მოხდება, ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ამ საქმის მოსამართლე გიორგი არევაძე იქნება. „არევაძეს ერთ-ერთი განაჩენი აქვს გამოტანილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით. მისი გამოტანილია მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და როგორც ჩანს, ამ პრინციპით დაეწერა. […]
რუსთავში 20 წლის გოგო დაჭრეს. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მედიას – კლინიკის დირექტორმა განუცხადა, მას დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარეა და ჭრილობები ცივი იარაღით მას გვიან ღამით მიაყენეს. უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო დამნაშავე, უკვე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია […]