ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა, და ეკონომიკის ჩამოქცევა ინსტრუმენტად აქციეთ ქვეყანაზე შურისძიებისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეთ და თანამდებობები ვერ დაიკავეთ, – წერს ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში. ჭკადუა ასევე მიმართავს უცხოელ კოლეგებსა და დიპლომატიურ კორპუსს, რომ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და კიდევ ერთხელ აუხსნან ოპოზიციურ პარტიებს, რომ ევროკომისიაში წერილების გაგზავნა, რაც ქვეყნის დასჯის სურვილითაა განმსჭვალული, […]
პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე გაეროს გენერალური მდივნის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების და ირაკლი კობახიძისთვის კვლავ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ მილოცვას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ რადიკალები, მხოლოდ დავით დოიაშვილის გასტროლების იმედადღა არიან დარჩენილები. “ევროსაბჭო” არაფერს წარმოადგენსო და რა ვიცი, იმედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც არ ჩამოწერენ, ჩვენი უსამშობლოები… კეზერაშვილის ნაყიდი, ჯო […]
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში. „მინდა, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და […]
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების ულოცავს. როგორც გუტერესი მისალოც წერილში აღნიშნავს, მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის გაღრმავებას. „თქვენო აღმატებულებავ, მინდა, მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად. ერთად შეგვიძლია, გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავლის პაქტში ასახული პრინციპები […]
მაკრონი თავისუფალია ვისაც უნდა იმას შეხვდეს, ვფიქრობ, ეს კოლეგიური ჟესტია მისი მხრიდან და არა მტრული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის სამშობლო საფრანგეთია და არა საქართველო. „სალომე ზურაბიშვილს მას შემდეგ, რაც მოუწია პრეზიდენტის რეზიდენციისა და ფუნქციების დატოვება, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ის მაინც არ ეპუება იმ […]
ევროსაბჭოს ასამბლეის წინაშე გვექნება გამოსვლა, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ვფიქრობ, იქნება განხილული წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი მოლოდინია ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსი და არა აღქმებზე საუბარი, […]
ჩინეთთან დაახლოება ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს ევროპასთან დაახლოებას და ევროპასთან დაახლოება ნიშნავს ჩინეთთან დაახლოებას, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში, სინოლოგმა არჩილ კალანდიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“. „ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა იმ დღეს, როდესაც ოფიციალურად გაცხადდა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, იქ იყო ერთ-ერთი პუნქტი, სადაც აღნიშნავდა საქართველოს ჩართულობას აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა პლუს ჩინეთი ეკონომიკურ ფორმატში. ეს არის ფორმატი, […]
არჩევნები ჩატარდება საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში. ყველას ვურჩევ, მოემზადოს 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა. პრემიერის თქმით, მანამდე მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები და რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია, აქაც სცადოს ბედი. „თქვენ იცით, რაც არის ოპოზიციის მოთხოვნები, პირველ რიგში, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. მე მინდა, ყველას შევახსენო, […]
ეს იყო დამანგრეველი ომი, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინაში, თუმცა, არაერთმა სუბიექტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განხორციელებულიყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში. პრემიერის თქმით, თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის და ასევე უკრაინის ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო. „იმაზე, რომ უკრაინაში ომის […]
ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ამერიკის მხრიდან თუ იქნება ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა. კობახიძის თქმით, ქართული მხარე დაელოდება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას. „შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან, რაც მთავარია, არის […]