დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, პირველ რიგში, შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, აბუ-დაბის მმართველთან, ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრებთან, […]
ჩვენი ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ქცეულია შადიმანებად, რომლებიც საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ყველზე პრობლემური ისაა, რომ ეს არ არის მათი პოლიტიკური მიზნები, არამედ არის მათი გარე ხელმძღვანელების პოლიტიკური მიზნები, ისინი კი ჩვეულებრივი მარიონეტები არიან, – განაცხადა უნგრეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. პაპუაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტისა […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებულ ინვესტიციებს და უმსხვილესი დეველოპერული, […]
ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მათი ხმა უნდა გავიგოთ, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა. მისივე თქმით, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, „შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ“. „ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა სავიზო შეღავათები, რომლებიც ვრცელდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ დიპლომატებზე. კიდევ ერთხელ, მტკიცედ მოვუწოდებთ […]
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ კვირაში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ბაიდენმა ოთხ წელში, – ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა. „იმის მიუხედავად, რომ ბევრი გავაკეთეთ, ვერ შევძლებთ იმ ზიანის გამოსწორებას, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობამ გამოიწვია. ტრამპი არ ზის ოვალურ კაბინეტში უქმად. ის აკეთებს ამერიკელი ხალხის საქმეს და მჯერა, რომ ისინი ბევრ კარგ შედეგს დაინახავენ“, […]
ბელარუსში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაიწყო. სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 87,6% მოიპოვა. ლუკაშენკოს გარდა, არჩევნებში მონაწილეობს ოთხი კანდიდატი. ეგზიტპოლის თანახმად, ანნა კანაპაცკაიამ მიიღო 1,6%, ოლეგ გაიდუკევიჩმა – 1,8%, ალექსანდრ ხიჟნიაკიამ 1,2% და სერგეი სირანკოვმა 2,7%. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე […]
,,როცა პროპაგანდას POSTV-ს ოფისთან აპროტესტებ და მთავარ არხთან არ მიდიხარ, “იმედთან” ჩერდები, მაგრამ ტვ პირველი გავიწყდება, ან არაფერი იცი ამ ქვეყნის პოლიტიკაზე, ან არ ხარ გულწრფელი. და საერთოდ, სანამ ოპონენტს რამეში დაადანაშაულებ, შენ მხარეს არსებული იგივე პრობლემა პირველ რიგში უნდა დაგმო. ასე რომ, სანამ ქართული ოცნების მედიების ცენზურა თუ პროპაგანდა შეგაწუხებს, ოპოზიციურ მედიაში გაჩაღებული ცენზურა […]
როდესაც რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას ვითხოვდით, როგორც წესი, PACE-ს წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგებოდა, არ უჭერდნენ მხარს და დღეს დიდი შანსია, რომ მათ მხარი დაუჭირონ ოპოზიციის მოთხოვნას. რატომ? იმიტომ, რომ ერთი და იმავე ცენტრიდან იმართებიან, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ქართული ოპოზიცია რომ აგენტურაა და ის ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, […]
ლეგიტიმაციის მინიჭება რაღაც ერთი წერილით არ ხდება, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგი წერეთელი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ ირაკლი კობახიძისთვისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის მილოცვას. წერეთლის თქმით, ანტონიო გუტერეშის ეს მილოცვა მისთვის მოულოდნელი იყო. „პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ გაერო-ს ეს წერილი და რაღაც ჟესტი ამოვარდნილია იმ საერთო კონტექსტიდან და საერთო განწყობიდან, რაც საერთაშორისო თანამეგობრობაშია. ევროკავშირში, ამერიკის შეერთებული […]
უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე განმარტავს, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადი მონაცემების გაჟონვა. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მოსალოდნელია სოციალური ინჟინერიის კამპანიების გააქტიურება, ამიტომ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო გზავნილებსა და შეთავაზებებს; „რა ვიცით საქართველოს მოქალაქეების ციფრული მონაცემების ბოლო გაჟონვასთან დაკავშირებით და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ეს ფაქტი: […]