ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე – ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება, საქართველოს მთავრობა კი ყველას ხელს შეუწყობს პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. […]
ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ. „ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში ჩვენი […]
აშშ-ის გაზეთ „ქრისჩენ საიენს მონითორში“ (The Christian Science Monitor) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თხოვნა დასავლეთს: „შეაჩერე რუსეთი“ (ავტორი – ჰოვარდ ლაფრანჩი). „სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს დონალდ ტრამპის ლოზუნგით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და ვაშინგტონს რუსეთის შეჩერების თხოვნით მიმართავს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში. გთავაზობთ სტატიას შემოკლებით: სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიაში, შავი ზღვის პირას მდებარე 3,7 მილიონიანი ქვეყნის – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დე ფაქტოდ ქართული ოპოზიციური მოძრაობის მედროშედაც ითვლება. […]
სალომე ზურაბიშვილი ჯერ ევროკავშირს სთხოვდა საქართველოს დასჯას, ახლა აშშ-ს სთხოვს იმავეს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი ასახელებს, რომ საქართველო თურმე პატარა ქვეყანაა და აქ მხოლოდ 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, ზურაბიშვილის აზრით, პატარა ქვეყნებს და ერებს […]
Julius Baer-ის მავნებლობისა და კლიენტისადმი კრიმინალური მოპყრობის საკითხზე, შვეიცარიის მედიის კოორდინირებულმა ბლოკადამ, ალბათ, საზოგადოებას კიდევ ერთი შვეიცარიის ბანკის, Credit Suisse-ის საქმე გაახსენა, რომელიც ჯერ ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველა სასამართლო დავა წააგეს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს, რაც ჩანასახშივე სწორედ ასე იყო განზრახული, – წერს ფილოსოფოსი ზაზა […]
ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა გახარიას მხრიდან – შემიძლია გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვთქვა ერთი რამ: როდესაც შენთან მოდის ადამიანი და გეუბნება მარტივ ჭეშმარიტებას: „შენ ხარ ნაცი“, „შენ ხარ ჯაშუში“, როდესაც მართლა „ნაცი“ ხარ და ჯაშუში, გეკისრება თმენის ვალდებულება, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, თავიდან იყო სიტყვიერი […]
ახალი აეროპორტის მშენებლობა ვფიქრობთ, რომ დაიწყება 2026 წლის აპრილში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. პრემიერის თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება 2028 წლის ბოლომდე არის აბსოლუტურად რეალური. „ახალი სტადიონის სავარაუდო ლოკაციებს ვერ დაგიკონკრეტებთ, დაახლოებით მიმართულებები შემიძლია გითხრათ, ეს არის აეროპორტის მიმართულება, ასევე ეს არის რუსთავის მიმართულება. ამ ორი მიმართულებით მიდის მსჯელობა. […]
იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის, რეალურად, განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება შვეიცარული ბანკების უკვე გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო […]
ეს არის პროცესი, სადაც ივანიშვილი პირდაპირ არის მომჩივანი, პროკურორიც და მოსამართლეც – ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად ამტკიცებს, ან ამყარებს ფაბრიკაციას და ტყუილებს,-ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „დღეს იწყება ივანიშვილის პირადი პროცესი. ეს არის პროცესი, სადაც ივანიშვილი პირდაპირ არის მომჩივანი, პროკურორიც და […]
„დაინტერესებულ პირებს გვსურს ვაცნობოთ, რომ საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის […]