„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სტატიას აქვეყნებს, სადაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელ ურთიერთობას განიხილავს. „საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირი დიპლომატიურად უკაცრიელ ადგილასაა“, – წერს იოზვიაკი. როგორც რიკარდ იოზვიაკი აღნიშნავს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ, ევროკავშირი და უფრო ნაკლებად, თუმცა ნატო-ც, ვერ წყვეტენ, როგორ წარმართონ ურთიერთობები საქართველოსთან. „ყაველაშვილის პრეზიდენტობას ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ოპოზიცია, სალომე […]
სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში დარჩება, როგორც საქართველოს ყველაზე მოღალატე პრეზიდენტი, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „The Hill-ის“ სტატიის ჩასწორებაზე საუბრისას. „ზურაბიშვილმა რაც არ უნდა ჩაასწორ-ჩამოასწოროს განცხადებები, ის ისტორიაში მაინც დარჩება, როგორც საქართველოს ყველაზე მოღალატე პრეზიდენტი. განცხადებებში პირდაპირ ამბობდა და ამბობს, რომ მისი პატრონები არიან უცხოეთში და მას ლეგიტიმაცია აქვს უცხოეთიდან“, – […]
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტის მიხედვით, ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, დროებით უნდა დამტკიცდეს. კომიტეტი მიიჩნევს, რომ „დიალოგის შენარჩუნებისადმი მზაობის ნიშნად, ასამბლეამ, 2025 წლის აპრილის სესიაზე ხელახალ განხილვამდე, მიმდინარე სესიაზე უნდა დაამტკიცოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ შეასრულებს რიგ პირობებს“. „მონიტორინგის კომიტეტი მიიჩნევს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების […]
სალომე ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ დაქირავებული ადამიანია და მოქმედებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ დღის წესრიგის შესასრულებლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „მაკკეინის ინსტიტუტ“ი ცდილობს, საკუთარ დაქირავებულ ადამიანებს საქართველოში სიტუაცია აარევინონ. „თეთრი ძაფით ნაკერი საკითხებია. სალომე ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ დაქირავებული ადამიანია და მოქმედებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ დღის წესრიგის შესასრულებლად. დღისით, მზისით, ცდილობენ, […]
ჩვენი დელეგაცია ძალიან მკაფიოდ, ცალსახად და პირდაპირ ამბობს ქართველი ხალხის სათქმელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. იმედი მაქვს, ასამბლეის წევრები არ დაყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ იარაღად ქცევის მცდელობებს და გაიაზრებენ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს თავად ასამბლეას დააზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ მოკავშირე და მარიონეტია ქართული […]
უნგრეთი პატივს სცემს იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო დებს ნატო-ს მისიებში, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შეუძლია ჰქონდეს მტკიცე მხარდაჭერის იმედი, რომ უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია. საქართველო მონაწილეობს ნატო-ს მისიებში, განსაკუთრებით ავღანეთში, სადაც ის არაწევრებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. ამიტომ ჩემი შეკითხვა ნატო-ს წევრების მიმართ […]
ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური და ყოველთვის ვართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარეს და ასე იქნება მომავალშიც – ჩვენ მარტივად შევძლებთ დავიცვათ და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე ნებისმიერ დონეზე აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში,- ასე ეხმაურება „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე რადიო „თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით. როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, შესაძლო დასანქცირება ჰიპოთეტურ დონეზეც კი […]
ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცრუ და ფარისევლურია. თუმცა, იქ, სადაც ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, ესეც გასაკვირი არაა,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „შეგახსენებთ, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების გაცემის გამარტივების შეთანხმებას, სააკაშვილის რეჟიმის ოფიციალური პირებისთვის, 2010 წელს მოეწერა ხელი. ეს ის დროა, როცა უკვე მოხდა: […]
არ შეიძლება საუბარი იყოს გაყალბებაზე, როდესაც გამარჯვებულ პარტიასა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის 800,000 ხმის სხვაობაა. ამგვარი გაყალბება ბუნებაში არ არსებობს! არ შეიძლება გაყალბებაზე საუბარი, როდესაც ხმები აღირიცხება ელექტრონული ტექნოლოგიით, რომელიც, სხვათა შორის, დასავლურმა კომპანიებმა დანერგეს საქართველოში. დასავლურმა კომპანიამ და არა რუსულმა, ჩაატარა აუდიტი და დაადასტურა, რომ ამ ტექნოლოგიის წყალობით გაყალბება შეუძლებელი იყო და […]
ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. დღეს გვქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, პრეზიდენტთან, სადაც გაფორმდა ჩვენი ქვეყნისთვის და ორმხრივი თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, – განუცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს. კახა კალაძის თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია Emaar Group შემოდის საქართველოში, რომელიც თბილისში და აჭარაში, ბათუმში განახორციელებს პროექტებს. „რამდენიმე მილიარდი დოლარის […]