რადიკალური მიზნების ჩასახშობად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათ შორის საქართველოში ვაშინგტონმა ფინანსური წყარო გადაკეტა – მხოლოდ საქართველოს მაგალითზე საუბარია ასეულობით მილიონზე. ერთ-ერთი ასეთია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა – ხუთწლიანი ინიციატივა, რომელსაც დაფინანსებით „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 17 მილიონი დოლარია. ,,იმედის კვირისთვის“ შიდა საუბრების შინაარსი ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. წყაროს ინფორმაციით ამ პროგრამის ხელმძღვანელი უკმაყოფილოა, რომ […]
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დღეს მომხდარ ფაქტებზე და მისცეს შესაბამისი პირები პასუხისგებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას. „შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები. ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული […]
თეთრი სახლი იმსახურებს ყურადღებას 24/7/365 რეჟიმში. კვირა დღის მიუხედავად, ვაშინგტონიდან დღეს ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მივიღეთ: მოწოდება უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, რომელზეც ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ისაუბრა, მიუხედავად ქვეყანაში სამხედრო მოქმედებებისა. განცხადება USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადაცემის შესაძლებლობაზე: განიხილება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გადავა სახელმწიფო დეპარტამენტის მართვაში. ამ ცვლილებამ შეიძლება […]
სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა. როგორც მან შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, საქმის მასალებში მის მიერ გაზიარებული სტატუსი იყო, რომელიც 2 თებერვალს ჩანიშნულ საპროტესტო აქციას შეეხებოდა. „საქმის მასალებში ჩემი გაზიარებული პოსტი აქვთ ღონისძიების შესახებ, რომელიც „პუბლიკას“ მიერ იყო დადებული. აღმოჩნდა რომ „პუბლიკას“ მიერ დადებული „ნიუსის“ გაზიარება იყო პრობლემა. რაც დღეს მოხდა, ამ […]
უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის არჩეულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კელოგის თქმით, უკრაინაში „უნდა ჩატარდეს“ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რაც უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია საომარი მდგომარეობის დროს. „დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში ომის დროს არჩევნები იმართება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან […]
ვერძი ფილოსოფიური საუბრის მოთხოვნილება გაქვთ და ღირსეულ თანამოსაუბრეს ეძებთ. დააკვირდით მინიშნებებს, რომლებსაც ვარსკვლავები გიგზავნიან. გირჩევთ, ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ, რადგან შექმნილი ვითარება აზრის შეცვლას გაიძულებთ. ახალ პროექტზე მუშაობა თქვენს ფინანსურ ან თანამდებობრივ მდგომარეობას გააუმჯობესებს. გირჩევთ, საღამოს აურზაურს თავი დააღწიოთ და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. კურო თუ პირადი სივრცის კეთილმოწყობას გეგმავთ, კარგი იქნება, რომ ახლობელ ადამიანებიც […]
ყველა მათი [ოპოზიციის] უცხოეთში გასვლა ემსახურება ერთადერთი გზავნილის გაჟღერებას – რაიმენაირად საქართველოს ან სანქცია დაუწესდეს, ან სავიზო რეჟიმი არ გაუხსნან, ან არ მისცეთ კანდიდატობა, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. „ჩვენ გვახსოვს მოყოლებული 2008 წლის ომის შემდეგ ანტიქართული რეზოლუციებისა და განცხადებების კასკადი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ […]
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტმა ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო. როგორც ტყეშელაძე აცხადებს, ისაკო დევიძეზე პოლიციამ რამდენჯერმე იძალადა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. „ისაკო დევიძე ქუჩაში დააკავეს. ჩასვეს მანქანაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა. უკვე იქ უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ და არ მისცეს უფლება, რომ ვინმესთან დაერეკა, წაართვეს ტელეფონი. მითხრა, რომ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ შეეცადა პოლიციელებისგან […]
ულტიმატუმებს და მუქარებს არავის გავუტარებთ, საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად, უბრალოდ უარი ვთქვით მუშაობაზე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაშანტაჟება ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა არჩევნების საშუალებით მიანიჭა. „ევროსაბჭომ აღიარა ლეგიტიმაცია და ბუნებრივია, ჩვენ არც გვჭირდებოდა ვინმეს აღიარება. მილიონ ასი […]
ზუსტად სამი წლის წინ, 2022 წლის 1-ელ თებერვალს, ომამდე თითქმის ერთი თვით ადრე საქართველოს პარლამენტმა „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა იმ მიზეზით, რომ ის რუსეთის მიმართ საკმარისად აგრესიული არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოცუიალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სამი წლის გადმოსახედიდან, ყველა, […]