უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოლაპარაკებების გარეშე უკრაინას ემუქრება საფრთხე, ევროკავშირის ავღანეთად გადაიქცეს. გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ორბანმა მნიშვნელოვან შეცდომად დაასახელა დასავლეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინისთვის დახმარების გაწევა. „საჭირო იყო კონფლიქტის დაუყოვნებლივი იზოლირება, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მოლაპარაკებების დაწყება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ უკრაინის გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა, თუ არ დავიწყებდით ფართომასშტაბიან ომს. ეს არ იყო […]
შეკრება-მანიფესტაციებთან, ასევე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები რვა კანონში შედის და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა, რის შემდეგაც სესიაზე გავა. პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: – არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, […]
არა თუ მხოლოდ დასტურდება, არამედ შეიძლება ითქვას გადაჭარბებულადაც კი გვესმის განცხადებები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ წითელ ხაზებს არც კი ვუახლოვდებით. ჩვენ იმდენი გვქონდა და გვაქვს სალაპარაკო თავისი დახურული შეხვედრების დეტალებით, რომ ამან შეიძლება ახალი სკანდალები გამოიწვიოს, საბედნიეროდ ჩვენ გავძვერით ამის გარეშეც და არ დაგვჭირდა ეს ყველაფერი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, […]
ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები განსხვავდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებებისგან. „ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად […]
ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, გარე ძალების გავლენებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიმართული იყო სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დასუსტებისკენ. […]
როგორც ჩანს, ახლა წარსული USAID-ს თან სდევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „USAID-მა, საქართველო-აშშ-ს შორის მეგობრობის განმტკიცების ნაცვლად, დაუშვა გარკვეული სამწუხარო შეცდომები, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის გამოსწორებული. მე მოვუწოდე აშშ-ის კონგრესს, რომ გამოეძიებინა ეს სავარაუდოდ მიზანმიმართულად დაშვებული შეცდომები, თუმცა უშედეგოდ. „2020 წლის საქართველოს არჩევნების შემდეგ, […]
მრავალრიცხოვანი რადიკალური, ვოუქისტური, დეზინფორმაციის გამავრცელებელი პარტიებისა და ორგანიზაციების დაფინანსების გამო, NED-ი მართლაც შეიძლება, თაღლითური ორგანიზაცია იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მას შემდეგ, რაც, როგორც იქნა, NED-ის საკითხი აშშ-ს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგა, უნდა გავიხსენოთ, NED-იდან როგორ და ვინ ცდილობდა საქართველოში სიტუაციის არევას. 2020 და 2021 წლებში NED-ი პირდაპირ ერეოდა ქართულ […]
კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მელიას ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, მელია ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე დაპირისპირებისას დააკავეს.
დღეს ღამით თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელ X -ში წერს. როგორც კალასი წერს, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში „საქართველო ვერ ამართლებს კანდიდატი ქვეყნის ვერანაირ მოლოდინს. ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და […]
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველო აჯანყდი, ცეცხლი ოლიგარქიას, წადი! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. მათ თან აქვთ საქართველოს დროშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მათი მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.