1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში-თამარ ჩერგოლეიშვილი
ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში-თამარ ჩერგოლეიშვილი

ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში-თამარ ჩერგოლეიშვილი

375
0

ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს,რითაც ეხმარება ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს:

„სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში, მეამაყება, რომ „ნაცად“ აღვიქვამ თავს“.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, „სააკაშვილის პარტია ერთი გარეცხვაღაა დარჩენილი“.

„ეს და სააკაშვილი არიან უშეცდომოები! ჩერგოლეიშვილის ბრალია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არაა, ესენი ციხეში ყრიან და არცერთს სამართლიანი პროცესი არ ექნება. ამიტომ არ იქნება, თქვენი ბუნტყლიც კი, საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში. ამიტომ გაჩანჩალდა თბილისში მეხუთე ადგილზე სააკაშვილის პარტია (რაც დიდებულია) – ამიტომ ხართ ერთი გარეცხვაღა დარჩენილი. ხალხი ბრძენია!“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი .