არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი გარდაიცვალა
არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა
არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.
ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, რომელიც საქართველოში გადმოსვენებულ ცხედარს ჩაუტარდა, მას მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.
საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეს სახელწოდებით “ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ” სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს.