1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

443
0

ვერძი

ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის უნახავი ადამიანების მონახულებისა და ურთიერთობების აღდგენისთვის. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო თავგადასავალი გელით. თუ მოგებიანი ბიზნესშეთავაზება მიიღეთ, დაუფიქრებლად დათანხმდით – შესაძლოა, ასეთი შანსი დიდი ხანი აღარ მოგეცეთ.

კურო

შეთავაზება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, მოლოდინს არ გაამართლებს, ამიტომ სანამ დათანხმდებით, კარგად უნდა დაფიქრდეთ. თუ ზოგად დეპრესიას და გარკვეულ ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის პრობლემები არ გელით. სამსახურის შეცვლის მცდელობა წარმატებით დასრულდება. მალე საშუალება გექნებათ ახალი, თამამი პროექტი დაიწყოთ. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

ტყუპები

ეს დღე კარგია ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის – დაბნეული ხართ და ციფრებთან მუშაობა გიჭირთ. თუ თავს სიზარმაცის და მოდუნების უფლებას მისცეთ, შეიძლება ფინანსური პრობლემები თავიდან ვერ აიცილოთ. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რომ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ.

კირჩხიბი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის, მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

ლომი

ეს დღე უახლოეს პერიოდში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. იზრდება მოწამვლის რისკი, ამიტომ პროდუქტებზე და მედიკამენტებზე ვარგისობის ვადა უნდა შეამოწმოთ. მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გაძლევთ რამდენიმე საქმე ერთდროულად აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. წარმატებით დასრულებული პროექტის შემდეგ გამორიცხული არ არის, რომ ხელფასი მოგიმატონ.

ქალწული

ხეწლსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის, მაგრამ ცუდი დიდი შესყიდვებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგოს, ვინმემ არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინოს და განმარტებები მოგთხოვოთ. ვარსკვლავები შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ.

სასწორი

ეს დღე სიყვარულში წარმატებას, წარმატებულ პაემანს და მხიარულ წვეულებას გპირდებათ. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ გირჩევთ, მნიშვნელოვანი საკითხები დილას მოაგვაროთ. ფრთხილად იყავით, რომ სპორტული ვარჯიშის დროს ტრავმა არ მიიღოთ. გირჩევთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მორიელი

ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. გამორიცხული არ არის, რომ ყველა საოჯახო საქმის საკუთარ თავზე აღება ან ავადმყოფი ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. წარმატების მისაღწევად შესაფერისი მომენტის არჩევა და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნება უნდა შეძლოთ. შესაძლოა, დღის პირველ ნახევარში გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

მშვილდოსანი

სამსახურში შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნეს, რომელშიც სასურველია არ ჩაერიოთ. დღის ბოლოს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება გელით. ფრთხილად იყავით – სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. ამ დღეს ყველა საკამათო საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. ამ დღისთვის სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ – დროა დასვენებაზე და პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებაზე იფიქროთ.

მერწყული

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. დაივიწყეთ ყველანაირი უთანხმოება – მშვიდობის დამყარების დროა. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგიერთ ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ.

თევზები

არახელსაყრელი დღეა უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის – მშობლებს თქვენი გადაწყვეტილება არ მოსწონთ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ. ამ დღეს, მეგობრების დახმარებით ძველი პრობლემის გადაჭრის საინტერესო გზას იპოვით. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და აკონტროლეთ საკუთარი სურვილები.