1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოსკოვთან გერმანიის ურთიერთობაში „ეპოქალური ბზარი“ გააჩინა”- შტაინმაიერი
“უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოსკოვთან გერმანიის ურთიერთობაში „ეპოქალური ბზარი“ გააჩინა”- შტაინმაიერი

“უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოსკოვთან გერმანიის ურთიერთობაში „ეპოქალური ბზარი“ გააჩინა”- შტაინმაიერი

413
0

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოსკოვთან გერმანიის ურთიერთობაში „ეპოქალური ბზარი“ გააჩინა და ამ ომმა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის ოცნება „საერთო ევროპულ სახლზე“ დაანგრია, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

 

„როდესაც ჩვენ ვუყურებთ დღევანდელ რუსეთს, არ არსებობს სივრცე ძველი ოცნებებისთვის. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის წინააღმდეგ დგანან დღეს. ამ ყველაფერმა გერმანიაც სხვა რეალობაში ჩააგდო, დაუცველობაში, რომელიც გვეგონა, რომ დავძლიეთ“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

 

შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ გერმანიის პრეზიდენტი ვიზიტით უკრაინაში იყო ჩასული, სადაც ის უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტს დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა.