“თუ ამდენი წერა შეეძლო, ერთი სამძიმარი და გმირების სადიდებელი დაეწერა?!” – ამირან სალუქვაძე
„სააკაშვილის ფეისბუკმა 12 დღიანი დუმილის შემდეგ გამოიღვიძა. თუ ამდენი წერა შეეძლო, ერთი სამძიმარი და გმირების სადიდებელი დაეწერა?! თუ რაღამც გვაბოლებს პოლიტიკიდან მივდივარო, აგვისტოს ომზე აღარ აქვს პასუხისმგებლობა?!“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი, ამირან სალუქვაძე მიხეილ სააკაშვილის წერილს.
„სააკაშვილის ფეისბუკმა 12 დღიანი დუმილის შემდეგ გამოიღვიძა.
არც მათ მიერ აკვიატებულ 7 აგვისტოს, არც 8 აგვისტოს, აგვისტოს ომზე სიტყვა არ დაუწერია, რაზეც ვწერდი გუშინ და გუშინ წინ.
სამაგიეროდ, დღეს, უკრაინის ომის მისებური ბოდვა შემოგვთავაზა. ვიფიქრე დეპრესიაშია ხომ არაა მეთქი, თურმე უკრაინა-რუსეთის ომზე სადაზვერვო იმფორმაციებს აგროვებდა.
სააკაშვილი წერს: “დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ. ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა – 240-300 დღე იქნება საჭირო ამისთვის” (“სქრინი” კომენტარებშია).
ანუ, სააკაშვილი გვეუბნება, რომ დღეიდან 7-10 თვის შემდეგ რუსეთს შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრებაო.
დღეს მხოლოდ ტანკების შეფასება შემოგვთავაზა. შემდეგ დათვლის ავიაციას, არტილერიას, სარაკეტო კომპლექსებს, ბირთვულ ქობინებს, საჰაერო თავდაცვას, რეზერვისტებს და ყოველ ორ კვირაში შემოგვთავაზებს. ამასობაში გავა 240-300 დღე.
ნაცარი არ მოაკლოთ…
თუ ამდენი წერა შეეძლო, ერთი სამძიმარი და გმირების სადიდებელი დაეწერა?! თუ რაღამც გვაბოლებს პოლიტიკიდან მივდივარო, აგვისტოს ომზე აღარ აქვს პასუხისმგებლობა?!“ – წერს ამირან სალუქვაძე.