გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ
იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა [“ქართულ ოცნებას”] და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის, – ამის შესახებ ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა “ჯეო თიმთან” ინტერვიუში განაცხადა, სადაც ის 2024 წლის აპრილში ფეხბურთელების მიმართ სხვადასხვა ძალების მიერ განხორციელებულ წნეხსა და რუსოფობიაზე საუბრობს.
გველესიანის განცხადებით, მანამ სანამ ქართული პოლიტიკური სივრციდან “გაფუჭებული მოღალატეები” არ გაქრებიან მანამდე რაიმე სიკეთეზე საუბარი ზედმეტია.
“დღესაც საჯაროა ის ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი თუ რა მოაქვს ფობიებს. ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად სხვადასხვა ფობიებს, არაფერი კარგი, რაც ეხლა აქტუალურია ჩვენს პოლიტიკაში და მაშინდელი აი ეს ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ მე რამე მატკინონ იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავდაცვის მექანიზმი საერთოდ არ მაინტერესებს, მაგით მე ვერაფერს ვერ მატკენენ და მე, რაც არ უნდა იარლიყი მომაკერონ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას მე ყველაფერში ვეთანხმებოდი ან ვეთანხმები. მაქვს უამრავი შეკითხვა, მაქვს უამრავი ჩემი პრეტენზია.
თუმცა იმ კონკრეტულ მომენტში, საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის.
შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის მოღალატეები არსებობენ. არსებობენ, მაგალითად, ყველა პოზაში და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი”, – განაცხადა გიორგი გველესიანმა.
გველესიანი იხსენებს, რომ მაშინ კითხვა დასვა თუ რა სარგებელს მოუტანს ეს ქვეყნის ეკონომიკას და დემოგრაფიულ მდგომარეობას, რის გამოც მისი თქმით იმავე ძალები მას თავს დაესხნენ.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გარკვეული წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები და მხარდამჭერი განცხადებები დაედოთ სოციალურ ქსელებში. პრაქტიკულად უმეტესობამ დაწერა, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და ეს არის ხელშეუვალი აქსიომა და მანტრა. მე დავსვი აქ შეკითხვა, რომ არ ვარ ბატონებო ამის წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენ ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? გააზრებული გვაქვს ეს რას მოუტანს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას? კითხვა დაისვა. რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა. დღესაც საჯაროა ის ჩემი პოსტი. ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი, თუ რა მოაქვს ფობიებს, ქსენოფობიებს, რუსოფობიებს და ზოგადად სხვადასხვა ფობიებს- არაფერი კარგი, რაც ახლა აქტუალურია ბუნებრივია ეს ჩვენს პოლიტიკაში. და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ მე რამე მატკინონ იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავდაცვის მექანიზმი“- განაცხადა გველესიანმა.