1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება”- სააკაშვილი
“სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება”- სააკაშვილი

“სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება”- სააკაშვილი

911
0

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ „მოწინააღმდეგისთვის ყოველი დღე ცუდად მუშაობს“.

„უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება: დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ. საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ.

ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ.   თუ ეს ტემპი შენარჩუნდა – 240-300 დღე იქნება საჭირო ამისთვის – ასე რომ, ყოველი დღე მოწინააღმდეგისთვის ცუდად მუშაობს.

ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი პოტენციალი გადმოისროლეს ხერსონის მხარეს და 25 000 კაცამდე მოაგროვეს – არის ინფორმაცია, რომ შეიძლება შეუტიონ ნიკოლაევს – მაგრამ მე ეგ სიგიჟე მგონია – ძალიან რთული ამოცანა იქნება და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ და მაინც ძალიან ცოტა შანსია წარმატების.

მე მომწონს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს – ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე.

საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება.

სერიოზული დისონანსი შეიტანა ჰაიმარსებმა ბრძოლის ველზე – ყოველდღე საშუალოდ 5 საწყობს და 1-2 მართვის პუნქტს ანადგურებს ჰაიმარსი.

არტილერიაც ისე ვეღარ ისვრის – ჰაიმარსი ამაშიც გვეხმარება ძალიან – 3,5-4-ჯერ შემცირდა რუსების არტილერიის მუშაობა.

დახმარების ახალ პაკეტში ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტები გადმოგვცეს ამერიკელებმა რუსების ანტისაჰაერო სისტემების გასანადგურებლად და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად“, – წერს   სააკაშვილი.